BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

22 ივნისი, 2016 - 12:25

პროვინცია ძიანგსში ჩინურმა კომპანიამ ქართული კულტურის სახლის ასაშენებლად 10 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა

“პროვინცია ძიანგსში ჩინურმა კომპანიამ ქართული კულტურის სახლის ასაშენებლად 10 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, სადაც წელიწადში სულ მცირე 200 000 ბოთლი ქართული ღვინო გაიყიდება” , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომელიც თბილისში საპარტნიორო ფონდისა და ძიანგსის პროვინციის მთავრობის ორგანიზებით გამართულ საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის სემინარს დაესწრო.

22 ივნისი, 2016 - 11:39

საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვა ევროპარლამენტის კომიტეტში 27 ივნისს ჩაინიშნა

ევროპარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვა ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტში (LIBE) 27 ივნისს ჩაინიშნა.

 

22 ივნისი, 2016 - 09:52

დღეს საქართველო-ჩინეთის ბიზნეს სემინარი გაიმართება

სემინარზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს მთავრობის წევრები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. მოხდება საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ პრეზენტაცია. საპატიო სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა სამომავლო საინვესტიციო პროექტები ორმხრივ შეხვედრებზე განიხილონ.

21 ივნისი, 2016 - 11:31

ოთარ დანელია: „ფერმერებს და გლეხებს საშუალება ექნებათ „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მიიღონ ყველა პროდუქტი“

“ერთიანი კონცეფციის მიხედვით და მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმის შესაბამისად, ჩვენ ახალი ინიციატივით გამოვედით, რომ ყველა პროექტი ერთი ქოლგის ქვეშ გაგვეერთიანებინა”, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ პროექტის „ერთიანი აგროპროექტი“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

21 ივნისი, 2016 - 11:04

ირაკლი გილაური: „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია და შეუძლია იპოვოს სამართალი“

„ჩვენი აზრით, ის მიღწევები, რაც გაკეთდა, რომ ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია და შეუძლია იპოვოს სამართალი, ძალიან მნიშვნელოვანია“, - ამის შესახებ სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გამართული კონფერენციის „საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო“ დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი გილაურმა განუცხადა.

21 ივნისი, 2016 - 10:57

მამუკა ხაზარაძე: „შეხვდე ადამიანს, რომელმაც შეცვალა რეალობა“

„შეხვდე ადამიანს, რომელიც არის ქვეყანაში ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენი და რომელმაც შეცვალა ქვეყანაში პოლიტიკური რეალობა, ძალიან საინტერესოა“ , - ამის შესახებ საზოგადოება 20/30-ის მიერ ორგანიზებული ეკონომიკური ფორუმის შემდეგ ჟურნალისტებს ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ განუცხადა.

20 ივნისი, 2016 - 14:27

არჩილ მესტვირიშვილი: „ჩვენი მიზანია, ლარში სესხის გაცემა მიმზიდველი გავხადოთ“

„ჩვენი მიზანია, ლარში სესხის გაცემა მიმზიდველი გავხადოთ - ბანკს არ უნდა ეშინოდეს სესხის ლარში გაცემა, ხოლო მსესხებელს - სესხის ლარში მიღება“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

20 ივნისი, 2016 - 12:17

საქართველოს საფონდო ბირჟაზე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ობლიგაციები განთავსდება

„საქართველოს საფონდო ბირჟაზე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ობლიგაციები განთავსდება“, – ამის შესახებ დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონალურმა დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს.

20 ივნისი, 2016 - 11:43

იანვარ-მაისში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 3%–ით გაიზარდა

2016 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 4070 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3 პროცენტით მეტია.

18 ივნისი, 2016 - 13:58

დიმიტრი ქუმსიშვილი: "გაზპრომსა" და ქართულ კომპანია "გაზკოს" შორის კონტრაქტი გაფორმებული არ არის“

"გაზპრომსა" და ქართულ კომპანია "გაზკოს" შორის კონტრაქტი გაფორმებული არ არის და დიდი ალბათობით, ვერც გაფორმდება“, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა.