BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

17 ივნისი, 2016 - 12:38

„გაზპრომი“ მზად არის აზერბაიჯანს ბუნებრივი გაზის საჭირო მოცულობა მიაწოდოს

"გაზპრომის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, რუსული "გაზპრომის" ხელმძღვანელ ალექსეი მილერსა და აზერბაიჯანული "სოკარის" პრეზიდენტ როვნაგ აბდულაევს შორის შეხვედრა გაიმართა.

17 ივნისი, 2016 - 09:54

მთავრობა ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამას ”სტარტაპ საქართველო” იწყებს

საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა ”სტარტაპ საქართველო” იწყება. 

17 ივნისი, 2016 - 09:01

ფრანკ–ვალტერ შტაინმაიერი: „გერმანია საქართველოს ევროპასთან დაახლოების პროცესს მთელი გულით უჭერს მხარ“

“მე ძალიან ვგულშემატკივრობ ვიზალიბერალიზაციის საკითხს საქართველოსთან მიმართებაში”, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრმა ფრანკ -ვალტერ შტაინმაიერმა გერმანიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

16 ივნისი, 2016 - 15:23

აზიის განვითარების ბანკი მზადაა, საქართველოსთვის გაზარდოს ფინანსური მხარდაჭერა ეფექტიანი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის

2016 წლის 15 ივნისს, ფინანსთა მინისტრი, საქართველოს მხრიდან აზიის განვითარების ბანკის მმართველი ნოდარ ხადური შეხვდა აზიის განვითარების ბანკში (ADB) ავსტრალიის ჯგუფის (რომელიც ფარავს საქართველოს) აღმასრულებელ დირექტორს, მეთიუ ფოქსს.

16 ივნისი, 2016 - 11:09

სასაკლაოების მიერ 2015 წლის განმავლობაში 27466,4 ტონა ხორცი იქნა წარმოებული

საქართველოს სატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წელს საქართველოში 87 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონი- რებდა, მათგან 17,2% მდებარეობს ქვემო ქართლში, 17,2% - იმერეთში, 17,2% - შიდა ქართლში, 17,2% - კახეთში, 9,2% - სამეგრელო-ზემო სვანეთში, ხოლო დანარჩენი 22,0% - სხვა რეგიონებშია განთავსებული.

16 ივნისი, 2016 - 09:40

ფინანსთან სამინისტროს 10 მილიონი ლარის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N20 აუქციონზე გაიყიდა 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5 წლის ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები.

15 ივნისი, 2016 - 18:17

ყაზახური კომპანია "ყაზმუნაიგაზი“ ლიკანში „Rixos Borjomi“ სასტუმროს ყიდის

საინფორმაციო სააგენტო “Business Time”-ს ინფორმაციით,  ყაზახური  კომპანია "ყაზმუნაიგაზი“ ლიკანში Rixos Borjomi სასტუმროს ყიდის. 

15 ივნისი, 2016 - 17:37

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით, 7.0 პროცენტამდე შემცირდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით, 7.0 პროცენტამდე შეამცირა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით 7.0%-მდე შემცირების შესახებ.

15 ივნისი, 2016 - 09:04

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საბანკო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის და კომერციული ბანკების ხელმძღვანელთა შეხვედრაზე საბანკო სექტორში და ზოგადად ეკონომიკაში არსებული მდგომარეობა განიხილეს. 

14 ივნისი, 2016 - 15:21

თბილისის შემოგარენში ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკის ქარხანა აშენდება

საპარტნიორო ფონდმა ადგილობრივ კომპანია Ytong Capital-თან და გერმანულ კომპანია Xella-თან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას და იტონგის (Ytong) ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკის პროექტის განხორციელება ოფიციალურად დაიწყო.