BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

14 ივნისი, 2016 - 15:16

ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია CEFC-ი, საქართველოში ინვესტირებით არის დაინტერესებული

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია CEFC-ი, საქართველოში ინვესტირებით არის დაინტერესებული, - კონკრეტულ საინვესტიციო სფეროებსა და პროექტებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და კომპანიის წარმომადგენლებმა დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს. 

14 ივნისი, 2016 - 15:04

მცხეთაში ევროპული ბრენდის სასტუმრო გაიხსნება

მცხეთაში სასტუმრო „ჯინო ველნეს მცხეთა“ გაიხსნება. სასტუმრო ევროპული ბრენდის, „ჯინო ჰოლდინგის“ პროექტია, რომელიც საქართველოში უკვე რამდენიმე წელია წარმოდგენილია. 

14 ივნისი, 2016 - 12:30

ბიძინა ივანიშვილი: „ლარი, მე ვფიქრობ, ძალიან კარგად იქცევა“

„ნუ მივაწერთ, რომ გიორგი ქადაგიძე წავიდა და ლარი ამიტომ გამყარდა“, - ასე უპასუხა საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, თუ რას უკავშირებდა ის ეროვნული ვალუტის გამყარებას

13 ივნისი, 2016 - 16:36

წყნეთი–ბეთანიის გზის პროექტირებასა და რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდება

2015 წლის 13 ივნისის სტიქიიდან 1 წლისთავზე,  წყნეთი-ბეთანიის  გზის დაზიანებული ნაწილისა და მიმდებარე ტერიტორიის გეოლოგიური კვლევა, რომელიც  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთითა და კოორდინაციით მიმდინარეობდა, დასრულებულია.

13 ივნისი, 2016 - 15:28

ნოდარ ხადური საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკურ მისიას შეხვდა

დღეს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკურ მისიას შეხვდა.

13 ივნისი, 2016 - 13:24

დიმიტრი ქუმსიშვილი: „მინდა მოვუწოდო ჩვენს კერძო სექტორს, რომ რაც შეიძლება დიდი ყურადღება მიაქციოს საფასო პოლიტიკას“

„თუ კერძო სექტორი ძალიან მაღალ ფასებს დაადებს ისეთ პროდუქციას, როგორიცაა მაგალითად წყალი, ამ შემთხვევაში ტურისტები მხოლოდ ერთხელ ჩამოვლენ“, –  ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა. 

13 ივნისი, 2016 - 11:45

პრემიერის ინიციატივით შეიქმნება საბჭო, რომელშიც როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლები იქნებიან

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს განცხადება გააკეთა სამთავრობო პროგრამა "Check in Georgia"-ის მიმდინარეობის შესახებ. მისი განცხადებით, მიმდინარე წელს, Check in Georgia-ს პროექტში, კერძო სექტორისგან უპრეცედენტოდ დიდი თანამონაწილეობა იყო.  

13 ივნისი, 2016 - 11:23

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებს მედიის წარმომადგენლები სტუმრობდნენ

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით, მედიის წარმომადგენლებისთვის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში მედიატური გაიმართა. 

13 ივნისი, 2016 - 10:15

გიორგი კვირიკაშვილი: „ინვესტორებს მინდა მოვუწოდო, რომ ინვესტიციები შეუსაბამონ სასტუმროების იმ დატვირთვას, რომელიც წელს არის“

„ინვესტორებს მინდა ვუთხრა, ის რასაც თქვენ ხედავთ დღეს საქართველოში - სასტუმროების უპრეცედენტო დატვირთულობა, ეს არ იქნება ერთჯერადი და მინდა მოგიწოდოთ, რომ ინვესტიციები შეუსაბამოთ სწორედ ამ დატვირთვას, რომელიც წელს არის და მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება“, - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, როდესაც პროექტზე „Check in Georgia“ ისაუბრა.

13 ივნისი, 2016 - 10:05

პრემიერი: „ჩვენ ვგეგმავთ სპეციალური კომპანიის ჩამოყალიბებას, რომელიც იქნება საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის მოდელი“

„ჩვენ ვგეგმავთ სპეციალური ერთეულის, კომპანიის ჩამოყალიბებას, რომელიც იქნება საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის მოდელი.“, - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, როდესაც პროექტზე „Check in Georgia“ ისაუბრა.