BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

26 თებერვალი, 2016 - 14:38

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ტყიბულში განვითარებულ პროცესებს დეტალურად შეისწავლის

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ტყიბულში განვითარებულ პროცესებს დეტალურად შეისწავლის, - ამის შესახებ ადმინისტრაციაში განაცხადეს.

25 თებერვალი, 2016 - 11:55

იანვარში, კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 0.7% გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, იანვარში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 0.2 მლრდ ლარით, ანუ 0.7 პროცენტით გაიზარდა და 25.3 მლრდ ლარი შეადგინა. თუმცა, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ეს მაჩვენებელი 1.2 პროცენტით შემცირდა.

25 თებერვალი, 2016 - 11:41

მაღაროელებს არსებული საგადასახადო შეღავათები შეუნარჩუნდებათ

„მაღაროელებს მიმდინარე წლის 1-ელ იანვრამდე არსებული საგადასახადო შეღავათები შეუნარჩუნდებათ - შესაბამისი კანონპროექტი მომზადებულია და პარლამენტში განსახილველად უახლოესმომავალში შევა“, – ამის შესახებ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

25 თებერვალი, 2016 - 10:37

ხადური: „მოვამზადეთ კანონპროექტი, რომელიც 1 იანვრამდე არსებული საგადასახადო შეღავათების გაგრძელებას ითვალისწინებს“

„მოვამზადეთ კანონპროექტი, რომელიც 1 იანვრამდე არსებული საგადასახადო შეღავათების გაგრძელებას ითვალისწინებს“, - ამის შესახებ, ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

24 თებერვალი, 2016 - 20:02

ტოშიო კაიტანი: „იმერეთის რეგიონში სამ მნიშნელოვან პროექტს ვახორციელებთ“

გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების პროექტების” თანახმად იმერეთის რეგიონი თანამედროვე იაპონური სამედიცინო ტექნიკით აღიჭურვება, რაც იაპონიის მთავრობას 90 ათას დოლარი დაუჯდება, ლაგოდეხის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის კი 86 ათასი დოლარს გაიღებს, ადიგენის სამ სოფელს კი ახალი წყალმომარაგების სისტემით უზრუნველყოფს,რისთვისაც 86 ათასი დილარი დაიხარჯება.

24 თებერვალი, 2016 - 19:45

„ნატახტარი“ მთავრობას ლუდის აქციზის გადასახადის განსაზღვრას ლიტრაჟობის ნაცვლად, ალკოჰოლის შემცველობის მიხედვით სთხოვს

1 მარტს ერთი წელი სრულდება მას შემდეგ, რაც ლუდის აქციზი 50%-ით გაიზარდა. ამან ლუდის მეწარმეების უკმაყოფილება გამოიწვია. ამ საკითხზე „Business Time“ კომპანია „ნატახტარის“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორს, ნიკოლოზ ხუნძუკაშვილს ესაუბრა. მისი თქმით, აუცილებელია ლუდის აქციზის ფასი გადაიხედოს.

24 თებერვალი, 2016 - 13:30

ფინანსთა სამინისტროს აუქციონზე 10 მლიონი ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

24 თებერვალი, 2016 - 11:18

დავით ნარმანია: „შარშანდელის მსგავსად, ჩვენ წელსაც საკმაოდ მასშტაბურ გამწვანებით ღონისძიებებს ვგეგმავთ“

დავით ნარმანიამ დედაქალაქის მერიაში დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე დავალება მისცა მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურს, საგაზაფხულო რგვების ფარგლებში, დაგეგმილი გამწვანებითი ღონისძიებების შესახებ უახლოეს დღეებში დეტალური ინფორმაციის მომზადებისა და საზოგადოებისთვის წარდგენის შესახებ.

23 თებერვალი, 2016 - 21:11

ტყიბულში გაფიცული მეშახტეები ხელისუფლებას შექმნილ ვითარებაში ჩართვას სთხოვენ

ტყიბულში გაფიცული მეშახტეები განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.  

23 თებერვალი, 2016 - 17:22

მარტში აზიის განვითარების ბანკის მისია საქართველოში ეკონომიკური რეფორმების გაფართოების საკითხების განიხილავს გეგმავს

საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა, შონ ო’სულივანმა (Sean M. O'Sullivan) დღეს ფინანსთა სამინისტროში გამართული შეხვედრისას.