BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

8 ივნისი, 2016 - 15:39

მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელი დატოვა

მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა. ბანკის ახალი ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წელს გლობალური ეკონომიკური ზრდა 2,4 % იქნება, ნაცვლად იანვარში ნავარაუდევი 2,9%-სა. 

8 ივნისი, 2016 - 14:39

დიმიტრი ქუმსიშვილი: "მნიშვნელოვანია ფინანსების მოზიდვა იმისთვის, რათა გარემოს მდგრომარეობა გაუმჯობესდეს"

"ძალიან მნიშვნელოვანია იმ ფინანსების მოზიდვა, რომელიც არის შესაძლებელი, რომ მოვიზიდოთ იმისათვის,  რათა ჩვენს ქვეყანაში გარემოს მდგომარეობა  და შესაბამისად ჩვენი ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდეს", – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბათუმში მიმდინარე "გარემო ევროპისათვის“ მე-8 გარემოსდაცვით მინისტერიალზე განაცხადა. 

8 ივნისი, 2016 - 12:19

გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის „გარემო ევროპისათვის“ მინისტერიალი გაიხსნა

დღეს, ბათუმში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) „გარემო ევროპისათვის“ მე-8 გარემოსდაცვითი მინისტერიალი გაიხსნა, რომელსაც ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დაესწრო.

8 ივნისი, 2016 - 08:59

ბათუმში საზღვაო სამაშველო საკოორდინაციო ცენტრი შენდება

აჭარაში სამუშაო ვიზიტით მყოფმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მშენებარე ადმინისტრაციული შენობა დაათვალიერა და შესრულებულ სამუშაოს გაეცნო. 

7 ივნისი, 2016 - 16:00

ბიძინა ივანიშვილი: „რეგიონულ ხელისუფლებაში კვალიფიკაციის პრობლემა გვაქვს“

„რეგიონულ ხელისუფლებაში კვალიფიკაციის პრობლემა გვაქვს“, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟრნალისტის კითხვაზე პასუხის დროს განაცხადა.

 

7 ივნისი, 2016 - 15:11

ჩქაროსნული ავტომაგისტრალი – აგარა-ზემო ოსიაურის 7-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 7 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა  ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილი - აგარა-ზემო ოსიაურის 12-კილომეტრიანი გზის 7-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა. 

7 ივნისი, 2016 - 11:22

საქართველოდან მსოფლიოს 34 ქვეყანაში ღვინის ექსპორტი 44%-ით გაიზარდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან მსოფლიოს 34 ქვეყანაში ექსპორტირებულია 15 053 106 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 44%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 35,04 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 16%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.

7 ივნისი, 2016 - 09:43

პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 12,7 მილიარდი ლარი შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციის თანახმად, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2016 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15,4%-ით გაიზარდა და 12,7 მილიარდი ლარი შეადგინა.

7 ივნისი, 2016 - 09:34

მაისში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით -0,4% შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის მაისში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით -0,4 პროცენტი, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით (წლიური ინფლაციის დონე) 2,1 პროცენტი შეადგინა. 

6 ივნისი, 2016 - 11:08

პრემიერი: „ჩვენი მეზობელი ქვეყნების გარდა ვიზიტორთა ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნება ევროკავშირის ქვეყნებიდანაც“

„მიმდინარე წლის 5 თვეში, საერთაშორისო მოგზაურების და ტურისტების რაოდენობის რეკორდული ზრდა ფიქსირდება“, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.