BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

31 მაისი, 2016 - 12:45

საქართველოს საელჩოებში ეკონომიკის სამინისტრო ეკონომიკურ ატაშეებს დანიშნავს

"საქართველოს საელჩოებში ეკონომიკის სამინისტრო ეკონომიკურ ატაშეებს დანიშნავს. მათი დანიშნვა იმ ქვეყნებში მოხდება, სადაც საქართველოს სავაჭრო ბრუნვა აქტიურია", – ამის შესახებ დღეს ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, 

31 მაისი, 2016 - 09:28

ანტონ ტარანენტკო: "ჩვენ ძალიან ბევრი საერთო და ერთი მიზანი გვაქვს"

„კიევთან შედარებით, თბილისში სასტუმროები და რესტორნები ბევრად ძვირია. ასვე, რესტორნებში თავაზიანი მომსახურე პერსონალის დეფიციტია, თუმცა როგორც კი ქართული კერძი იდგმება მაგიდაზე, ყველანაირი ხარზვეზი გავიწყდება“, – ამის შესახებ ჟურნალ "Business Time Georgia"-სთან მიცემულ ინტერვიუში ქალაქ კიევის ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანტონ ტარანენკომ განაცხადა. 

30 მაისი, 2016 - 09:46

ტექნოლოგიურ პარკში საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართება

საქართველოს ტექნოლოგიურ პარკში დღეს, საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა გახსნიან. 

30 მაისი, 2016 - 00:00

ჩატარდა საქართველო-სლოვაკეთის ბიზნესფორუმი

2016 წლის 30 მაისს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საქართველო-სლოვაკეთის ბიზნესფორუმს დაესწრო, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და სლოვაკეთის პრეზიდენტმა, ანდრეი კისკამ გახსნეს.

29 მაისი, 2016 - 15:06

მარინა რიმანენკო: „ბიზნესის დაწყება საქართველოში ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე უკრაინაში, რაც ჩვენი ბიზნესმენებისთვის ძალიან მიმზიდველია“

„ბიზნესის დაწყება საქართველოში ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე უკრაინაში. ეს კი ძალიან მიმზიდველია უკრაინელი ინვესტორებისთვის იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ბაზარი რაღაცით უკრაინულს გავს“, – აცხადებს საინფორმაციო სააგენტო “Business Time”-თან საუბარში პარტნიორი საინვესტიციო-დეველოპერული კომპანიის “DEOL Partners”, “11 Mirrors Design Hotel” და აპარტ-სასტუმროების “Senator” გენერალური მენეჯერი მარინა რიმანენკო. 

27 მაისი, 2016 - 10:50

ევროპის სამეზობლო პროგრამა "სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის" საქართველოში საფინანსო შეთანხმება გაფორმდა

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ „ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის საქართველოში“ II ეტაპის (ENPARD Georgia II) საფინანსო შეთანხმებაზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. 

27 მაისი, 2016 - 10:13

დიმიტრი ქუმსიშვილი ისრაელის ქნესეთის ვიცე-სპიკერ იეჰილ ბარს შეხვდა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ისრაელის ქნესეთის ვიცე-სპიკერს იეჰილ ბარს შეხვდა.

26 მაისი, 2016 - 09:36

საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს აღნიშნავს

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავი 26 მაისს, ქვეყნის მასშტაბით საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება. 
თბილისში საზეიმო ღონისძიებები 12:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე წვევამდელების ფიცის დადების ცერემონიით გაიხსნება. 

25 მაისი, 2016 - 12:44

საქართველოს ცა 500 მილიონი დოლარით არის დაზღვეული

„საქართველოს ცა დღეიდან არის დაზღვეული“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საჰაერო ნავიგაციასა და სადაზღვევო კომპანია „უნისონს“ შორის ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიის დროს განაცხადა.

25 მაისი, 2016 - 09:49

ივლისის შუა რიცხვებიდან მგზავრებს ორსართულიანი მატარებელი მოემსახურება

„საქართველოს რკინიგზის“ განცხადებით, 2016 წლის ზაფხულში მგზავრებს ორსართულიანი, ევროპული სტანდარტის შვეიცარული მატარებლები მოემსახურება., რომელიც ივლისის შუა რიცხვებში შემოვა.