BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

20 მაისი, 2016 - 16:29

გემების მოძრაობის მონიტორინგისა და საინფორმაციო სისტემის ცენტრი ამოქმედდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში დღეს გემების მოძრაობის მონიტორინგისა და საინფორმაციო სისტემის ცენტრი ამოქმედდა.

20 მაისი, 2016 - 15:39

კობა გვენეტაძე: "დღეს კარგი პერიოდია სავალუტო რეზერვების გაზრდისთვის"

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლარის გამყარებას ბუნებრივ ფაქტორებს უკავშირებს და არსებულ წინაპირობებზე აღნიშნავს. ამ საკითხზე კობა გვენეტაძემ „მაესტროს“ ეთერში ისაუბრა.

20 მაისი, 2016 - 12:56

გიორგი ჭირაქაძე: „გვსურს ძალიან მკაფიო მესიჯი გავუგზავნოთ საქართველოს პარლამენტს და პარლამენტის წევრებს“

„გვსურს ძალიან მკაფიო მესიჯი გავუგზავნოთ საქართველოს პარლამენტს და პარლამენტის წევრებს , - მეტად მოუსმინონ ბიზნესს და იყოს განსჯა ამ თემებზე. არ არის საჭირო გადაწყვეტილების ნასწრაფევად მიღება", - ამის შესახებ ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ განაცხადა.

20 მაისი, 2016 - 11:51

რომან გოცირიძე: “ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტის შემოსავლებზე ზუსტ ინფორმაციას არ ფლობს”

რა ვითარებაა ბიუჯეტის შემოსავლების შესრულების კუთხით; რამდენად გამჭვირვალეა სხვადასხვა სახის გადასახადების განაწილება ერთიანი სახაზინო კოდის ამოქმედების შემდეგ, ამ და სხვა საკითხებზე საინფორმაციო სააგენტო “Business Time” ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს ესაუბრა.

 

20 მაისი, 2016 - 09:14

მაჰირ მამედოვი: “ამ ეტაპზე SOCAR-ს საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის გეგმა არა აქვს“

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას არ აპირებს. ამის შესახებ SOCAR Energy Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა მაჰირ მამედოვმა აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს განუცხადა.

20 მაისი, 2016 - 08:04

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი დოლარი შეისყიდა

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი დოლარი შეისყიდა. სებ-მა ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონის შედეგის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.

19 მაისი, 2016 - 15:47

მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონპროექტი ბიზნესსა და მომხმარებელს მხოლოდ ხარჯებს გაუზრდის

“მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონპროექტი მომხმარებლებსა და ბიზნესს დააზიანებს”, - ასეთია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პოზიცია იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის მიერაა ინიცირებული და გუშინ მეორე მოსმენით იქნა განხილული დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის მიერ.

19 მაისი, 2016 - 14:22

დიმიტრი ქუმსიშვილი: „ლარის კურსის გამყარება მთლიანად ემთხვევა 2015 წელს გაკეთებულ ჩვენს მოლოდინებს“

„ლარის კურსი, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში, სტაბილურად მყარდება. მთლიანად ემთხვევა ჩვენს მოლოდინებს, რომელიც ჩვენ ჯერ კიდევ 2015 წლის ბოლოს გვქონდა“, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. 

19 მაისი, 2016 - 10:05

დიმიტრი ქუმსიშვილი: “საქართველო არის პატარა, მაგრამ ძალიან მიმზიდველი ქვეყანა საერთაშორისო ინვესტიციებისთვის”

“საქართველო არის პატარა, მაგრამ ძალიან მიმზიდველი ქვეყანა საერთაშორისო ინვესტიციებისთვის, მისი ბაზარი ღიაა, ხოლო ეკონომიკა - ლიბერალური. საქართველოს უკავია სტრატეგიული მდებარეობა ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთს შორის, ბიზნესის ხელშემწყობმა გარემომ, ძლიერმა რეგიონულურმა და საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებმა, სტრატეგიულმა ადგილმდებარეობამ ევროპა–აზიის გზაჯვარედინზე, საქართველო გადააქცია მოწინავე საინვესტიციო შესაძლებლობების ქვეყნად”, -ამის შესახებ ვიცე–პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბერლინის ეკონომიკური ფორუმის სესიაზე „ეკონომიკური ჰაბები და სატრანსპორტო დერეფნები - სამომავლო სტრატეგიები, პოლიტიკური და ბიზნეს მოდელები“ სიტყვით გამოისვლისას განაცხადა. 

18 მაისი, 2016 - 14:10

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ „Tripadvisor“-ზე ფართომასშტაბიანი სარეკლამო კამპანია დაიწყო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ტურისტული პორტალის TripAdvisor მარკეტინგის მენეჯერმა ჩედ შაივერმა შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვით 6 თვიანი პარტნიორობის პერიოდში TripAdvisor-ი საქართველოს პოპულარიზაციას 10 ქვეყნის ფარგლებში მოახდენს.