BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

18 მაისი, 2016 - 10:42

თბილისში პირველი ქართული სამკაულის მაღაზია - ბუტიკის გაიხსნება

ქართული სამკაულის სახლის „მარილისის“  მაღაზია - ბუტიკის პრეზენტაცია დღეს გაიმართება. 

18 მაისი, 2016 - 09:55

დღეს დიმიტრი ქუმსიშვილი ბერლინში ბიზნეს-კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მონაწილეობას მიიღებს ბერლინში მიმდინარე ბიზნეს-კონფერენციაში „Connectivity for Commerce and Investment“, რომელიც ეუთოში (ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია) გერმანიის თავმჯდომარეობის ფარგლებში ტარდება. 

17 მაისი, 2016 - 18:37

თესალონიკში ტრანს-ადრიატიკული მილსადენის მშენებლობის დაწყებას ჩაეყარა საფუძველი

საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში ტრანს-ადრიატიკული მილსადენის (TAP) მშენებლობის დაწყებას ჩაეყარა საფუძველი. საზეიმო ღონისძიებას პროექტში მონაწილე სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად, პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

17 მაისი, 2016 - 17:48

პრემიერი: „საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის ევროპის ენერგორესურსების მიწოდების დივერსიფიკაციის ერთგულია“

„საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის ევროპის ენერგორესურსების მიწოდების დივერსიფიკაციის ერთგულია და მხარს უჭერს სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფანთან დაკავშირებულ არსებულ და სამომავლო პროექტებს“,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტრანს-ადრიატიკის მილსადენის მშენებლობის დაწყების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

17 მაისი, 2016 - 16:04

საქართველოს უკრაინელი ინსტაგრამ ბლოგერები სტუმრობენ

„Georgia Instagramers Tour“ ამ სახელწოდებით უკრაინელმა ინსტაგრამ ბლოგერებმა საქართველოში პროექტი დაიწყეს. 

17 მაისი, 2016 - 14:11

ალექსის ციპრას: „ტრანს-ადრიატიკული მილსადენის პროექტი არის კარგი შესაძლებლობა კიდევ უფრო გავამყაროთ თანამშრომლობა ენერგეტიკული კუთხით“

„უძველესი დროიდან მოყოლებული, ჩვენ გვაქვს მჭიდრო ისტორიული და კულტურული კავშირები და ვფიქრობ, რომ ტრანს-ადრიატიკული მილსადენის პროექტი არის კარგი შესაძლებლობა კიდევ  უფრო გავამყაროთ თანამშრომლობა ენერგეტიკული კუთხით“,- ამ სიტყვებით დაიწყო საბერძნეთის პრემიერ მინისტრმა ალექსის ციპრასმა შეხვედრა საბერძნეთში ვიზიტით მყოფ საქართველოს პრემიერ მინისტრთან.

17 მაისი, 2016 - 12:34

"საქაერონავიგაციამ" კახეთში რადიოსადგურების ახალი სისტემა დაამონტაჟა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციამ”, კახეთში (მთა ცივი) “მიწა-ჰაერის” ახალი სტაციონარული რადიოსადგურების სისტემა დაამონტაჟა.

17 მაისი, 2016 - 11:27

ქართული გეოგრაფიული აღნიშვნა „ჭაჭა“ ჩინეთში დარეგისტრირდება

„ჩინეთის სასაქონლო ნიშნების უწყებას წინასწარი დადებითი გადაწყვეტილება აქვს გამოტანილი გეოგრაფიული აღნიშვნის „ჭაჭას“ რეგისტრაციის შესახებ“, – ამის შესახებ ჩინეთის მრეწველობისა და  ვაჭრობის სახელმწიფო ადმინისტრაციის მინისტრის მოადგილემ ლიუ ჯუნშენმა განაცხადა.

16 მაისი, 2016 - 18:52

სტამბოლში პროექტის „Check in Georgia” პრეზენტაცია გაიმართება

კომპანია „ატლასგლობალ საქართველოს“ ინიციატივითა და ორგანიზებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და კულტურის პოპულარიზაციის სამმართველოს უფროსი გიორგი აფციაური თურქეთის წამყვან ტურ-ოპერატორებს შეხვდებიან და მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტის „Check in Georgia” პრეზენტაციას გამართავენ. 

16 მაისი, 2016 - 17:39

გარდაბანში მაღალტექნოლიგიური მეფრინველეობის საწარმო გაიხსნება

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შპს „როსტერი“  გარდაბანის რაიონის სოფელ თელეთში მეფრინველეობის საწარმოს შექმნის. აღნიშნულის განსახორციელებლად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „როსტერს“ 4358 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადასცა.