BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

9 თებერვალი, 2016 - 12:34

სოფელ ტყვიავში გადაუდებელი დახმარების სამედიცინო კლინიკა შენდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გამყოფი ხაზის სოფელში  გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ცენტრს აშენებს. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკის მშენებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა და მშენებლობის ხარისხი შეამოწმა.

9 თებერვალი, 2016 - 12:23

დიმიტრი ქუმსიშვილი: „ანაკლიის პორტის განვითარება ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია“

„პროექტი არის ძალიან მასშტაბური, ის დაყოფილია ფაზებად. სახელმწიფო იღებს თავის ვალდებულებებს იმისთვის, რომ პორტს მიუყვანოს გზა, რკინიგზა და გადასცეს შესაბამისი ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

9 თებერვალი, 2016 - 11:57

იანვრში საქართველოდან ექსპორტირებულია 13%–თ მეტი ბოთლი ღვინო

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის იანვრის თვეში საქართველოდან მსოფლიოს 19 ქვეყანაში ექსპორტირებულია 1 521 802 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 13%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. სულ ექსპორტირებულია 3,62 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო.

8 თებერვალი, 2016 - 20:30

ქართული მხარე ირანთან სავიზო რეჟიმს აუქმებს

ქართული მხარის ინიციატივით, სატელეფონო საუბარი შედგა საქართველოს პრემიერ მინისტრსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის. გიორგი კვირიკაშვილმა და ჰასან რუჰანიმ ისაუბრეს ქართველი და ირანელი ხალხის მჭიდრო კულტურულ ურთიერთობებზე.

8 თებერვალი, 2016 - 19:17

ჟურნალი Business Time Georgia „რეგიონის საინვესტიციო მიმზიდველობის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის“ დააჯილდოვეს

ჟურნალი Business Time Georgia „რეგიონის საინვესტიციო მიმზიდველობის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის“ ბაქოში ყოველწლიური ნაციონალური პრემიის "AZERI BUSINESS AWARD"–ს ცერემონიაზე დააჯილდოვდა.

8 თებერვალი, 2016 - 19:06

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეკონსტრუქცია დაიწყო

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც უნდა განხორციელდეს ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეკონსტრუქცია.

8 თებერვალი, 2016 - 17:52

პორტ „ანაკლიას“ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" ააშენებს

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების, მშენებლობის და ოპერირების შესახებ წარდგენილ წინადადებათა განხილვების სამთავრობო კომისიამ 2016 წლის 5 თებერვალს გამარჯვებულ კომპანიად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ გამოავლინა. კონსორციუმი „თიბისი ჰოლდინგისა“ და ამერიკული კომპანიის Conti International-ის ერთობლივად დაფუძნებული კომპანიაა.

8 თებერვალი, 2016 - 17:20

პრემიერმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმის გეგმა გააცნო

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა საქართველოს პრემიერ მინისტრს რეზიდენციაში უმასპინძლა. სამუშაო სადილს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები დაესწრნენ.

8 თებერვალი, 2016 - 17:15

თეიმურაზ მურღულია: „ტვირთის საავტომობილო ტრანსპორტირება სარკინიგზო გადაზიდვებით უნდა ჩავანაცლოთ“

„გამონაბოლქვის მინიმალიზაციის მიზნით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო აუცილებლად მიიჩნევს, ეგრეთ წოდებული, „მწვანე გადაზიდვების“ ინოვაციური მოდელის განხორცილებას. არსებობს ინვესტორიც, რომელიც მზადაა ამ პროექტში სოლიდური ინვესტიცია ჩადოს“, – ამის შესახებ Business Time - ს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თეიმურაზ მურღულიამ, განუცხადა.

8 თებერვალი, 2016 - 16:56

პატრიკ ჰონეფი: “საქართველომ თანაბრად უნდა აწარმოოს ქვევრის და საერთაშორისო ტექნოლოგიის ღვინო“

“ქვეყანა არ უნდა იყოს ორიენტირებული მხოლოდ ქვევრის  ღვინის წარმოების ზრდაზე“, – ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტოს „Business Time”-ს „შატო მუხრანის“ გენერალურიმა დირექტორმა, პატრიკ ჰონეფმა განუცხადა.