BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

21 იანვარი, 2022 - 15:33

ავსტრიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო გახდა

ავსტრიის პარლამენტმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ყველაზე მკაცრი ვაქცინაცის სავალდებულოობას დაუჭირა მხარი. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ქვეყანაში ვაქცინაცია 18 წელს გადაცილებული პირებისთვის სავალდებულო გახდება.
 

21 იანვარი, 2022 - 12:31

„ომიკრონი“ შესაძლებელია, აზიანებდეს T-უჯრედებს ისევე, როგორც ამას აკეთებს შიდსის ვირუსი - ზაზა წერეთელი

როგორც წერეთელი წერს, „ომიკრონის“ ინფექცია აძლიერებს ვაქცინებით გამოწვეულ ადრე არსებულ იმუნიტეტს, მაგრამ ვერ იწვევს, ჯვარედინ მანეიტრალებელ იმუნიტეტს.

21 იანვარი, 2022 - 11:58

2008 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში, 13 წლის შემდეგ, საქართველოს თითქმის 300 000 მოქალაქე კვლავ დევნილია - ენტონი ბლინკენი

რუსეთის საქართველოში შეჭრიდან 13 წლის შემდეგ, საქართველოს 300 000-მდე მოქალაქე კვლავ დევნილია საკუთარი საცხოვრებელი სახლებიდან, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ბერლინში ვიზიტისას განაცხადა.
 

21 იანვარი, 2022 - 11:54

საქართველოში კორონავირუსის 8 767 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 8 767 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 49 ადამიანი გარდაიცვალა.

20 იანვარი, 2022 - 20:49

ენტონი ბლინკენი - თუკი რუსეთი განახორციელებს აგრესიულ ქმედებას უკრაინის წინააღმდეგ, ამას მოჰყვება სწრაფი, მკაცრი და ერთიანი პასუხი

თუკი რუსეთის სამხედრო ძალები შეიჭრებიან უკრაინაში და ჩაიდენენ ნებისმიერ აგრესიულ ქმედებას უკრაინის წინააღმდეგ, ამას სწრაფი, მკაცრი და ერთიანი პასუხი მოჰყვება აშშ-სგან და ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეებისგან, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანალენა ბაერბოკთან ბერლინში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

20 იანვარი, 2022 - 20:43

რა შემთხვევაში ვერ ავლენს „ომიკრონს“ სწრაფი ტესტი და რა შემთხვევაში ხდება საჭირო „პისიარ“ ტესტის გაკეთება? - თენგიზ ცერცვაძე განმარტება

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რა შემთხვევაში ვერ ავლენს „ომიკრონს“ სწრაფი ტესტი და რა შემთხვევაში ხდება საჭირო „პისიარ“ ტესტის გაკეთება.

20 იანვარი, 2022 - 19:12

მინდა გავახსენო დიდ ძალებს, რომ არ არსებობს მცირე შეჭრა და პატარა ერები - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ უკრაინაში უკრაინაში რუსეთის "მცირე შეჭრა" და "შეჭრა" გამიჯნა.

20 იანვარი, 2022 - 12:59

2021 წელს ექსპორტი 26.9%-ით, ხოლო იმპორტი 25.1%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2021 წლის საქართველოს საგარეო ვაჭრობის მონაცმები გამოაქვეყნა.
 

20 იანვარი, 2022 - 11:33

დიდ ბრიტანეთში საჯარო სივრცეებში ნიღბის ტარების და კოვიდ-საშვის წარდგენის ვალდებულება უქმდება

დიდი ბრიტანეთი კოვიდრეგულაციებს ამსუბუქებს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ - მინისტრმა ბორის ჯონსონმა გამოაცხადა.

20 იანვარი, 2022 - 11:30

აშშ-მა ლიეტუვას, ლატვიას და ესტონეთს უფლება მისცა, უკრაინაში ამერიკული წარმოების იარაღი გააგზავნონ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უფლება მისცა ლიეტუვას, ლატვიას და ესტონეთს, უკრაინაში ამერიკული წარმოების რაკეტები და სხვა იარაღი გაგზავნონ, - ინფორმაციას Reuters-ი სანდო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.