BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

7 ოქტომბერი, 2021 - 00:27

საქართველოს დღეს მონტენეგროს პრეზიდენტი ეწვევა

ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიაში პირველად, თბილისს, დღეს ოფიციალური ვიზიტით მონტენეგროს პრეზიდენტი მილო ჯუკანოვიჩი ეწვევა.

7 ოქტომბერი, 2021 - 00:24

ანაკლიის პორტის განვითარებისთვის ახალი ტენდერის გამოცხადებას ვგეგმავთ - ნათია თურნავა

ჩვენ ვგეგმავთ ახალი ტენდერის გამოცხადებას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებისათვის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თურქეთში, ტრანსკასპიური ოთხმხრივი მინისტერიალის (საქართველო, თურქეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი) ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

7 ოქტომბერი, 2021 - 00:21

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი როგორც სამთავრობო, ისე კერძო სექტორს მიმართავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი როგორც სამთავრობო, ისე კერძო სექტორს ვაქცინაციის კამპანიაში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდებს. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, NCDC მზად არის, ჩაატაროს დამატებითი საინფორმაციო შეხვედრები და ორგანიზაციების თანამშრომლების ნებისმიერ შეკითხვაზე გასცეს პასუხი.  
 

7 ოქტომბერი, 2021 - 00:17

მიმდინარე კვირაში იმუნიზაციის საბჭო 12 წელს ზემოთ მყოფი მოზარდების აცრის საკითხზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს

მიმდინარე კვირაში იმუნიზაციის საბჭო 12 წელს ზემოთ მყოფი მოზარდების აცრის საკითხზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. 

6 ოქტომბერი, 2021 - 12:39

პირდაპირი აღიარებაა პრემიერისგან, რომ სააკაშვილის საქმე პოლიტიკურია – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება პირდაპირი აღიარებაა, რომ მისი საქმე პოლიტიკურია.
 

6 ოქტომბერი, 2021 - 12:36

თბილისის მერია მცირე და საშუალო ბიზნესს 2022 წლიდან დაეხმარება - დეტალები

"თბილისის მერიამ პანდემიის შედეგად დაზარალებული მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად, არაერთი ღონისძიება შეიმუშავა", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
 

6 ოქტომბერი, 2021 - 12:33

ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაზე ცუდი გავლენა ექნება, რაც არავის ინტერესებში არ შედის - ჯინ შაჰინი

საქართველოს მთავრობა ვერ გადაფარავს მნიშვნელოვან შეშფოთებას საარჩევნო დარღვევების, დაშინების, ხმების მოსყიდვისა და კანდიდატებზე ზეწოლის გარშემო, - ამის შესახებ სენატის საგარეო კომიტეტის, ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯინ შაჰინი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან აცხადებს.
 

6 ოქტომბერი, 2021 - 11:46

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2410 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 24 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 918 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 262 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 656 PCR ტესტით.

5 ოქტომბერი, 2021 - 12:38

კონცერტებსა და ფესტივალების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვა იხსნება

კონცერტებსა და ფესტივალების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვა იხსნება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
 

5 ოქტომბერი, 2021 - 12:36

კვების ობიექტები 6 ოქტომბრიდან მუშაობას 23:00 საათამდე შეძლებენ

ხვალიდან, 6 ოქტომბრიდან კვების ობიექტების სამუშაო საათები გახანგრძლივდება და ისინი ფუნქციონირებას კვლავ 23:00 საათამდე შეძლებენ.