BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

25 მაისი, 2022 - 01:02

უკრაინელების რამდენი პროცენტია ტერიტორიის დათმობის წინააღმდეგი? – გამოკითხვა

უკრაინელების დაახლოებით 82% თვლის, რომ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, უკრაინამ არ უნდა დათმოს ტერიტორიები. ინფორმაციას BBC კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ ახალ გამოკითხვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
 
 

24 მაისი, 2022 - 01:32

რა ერთადერთი პირობით შეხვდება ზელენსკი პუტინს?

უკრაინის პრეზიდენტმა ის ერთადერთი პირობა დაასახელა, რის საფუძველზეც მზად იქნება პუტინთან შესახვედრად - ზელენსკის განცხადებით, მზად არის აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტს  მხოლოდ ერთადერთი საკითხის, ომის შეწყვეტის განსახილველად შეხვდეს.
 
 

23 მაისი, 2022 - 19:10

ლიეტუვა, სლოვაკეთი და ლატვია ევროკავშირის მიერ რუსეთის აქტივების კონფისკაციას მოითხოვენ

ლიეტუვა, სლოვაკეთი და ლატვია უკრაინის აღდგენის დასაფინანსებლად, ევროკავშირის მიერ, რუსეთის აქტივების კონფისკაციას მოითხოვენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.  
 
 

23 მაისი, 2022 - 00:40

უკრაინა და პოლონეთი მალე გააფორმებენ ორმხრივ შეთანხმებას ერთობლივ სასაზღვრო და საბაჟო კონტროლზე – ზელენსკი

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონელ კოლეგა ანჯეი დუდასთან ერთად უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინა და პოლონეთი მალე გააფორმებენ ორმხრივ შეთანხმებას ერთობლივ სასაზღვრო და საბაჟო კონტროლზე და შემდგომში ერთიანი პირობითი საზღვრის შესახებ, როდესაც უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება.
 

22 მაისი, 2022 - 23:43

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება აუცილებლად მოხდება – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აქვს მოლოდინი, უკრაინა ივნისში ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდება. 

22 მაისი, 2022 - 18:07

არ მოვისვენებ, სანამ უკრაინა ევროკავშირის წევრი არ გახდება - პოლონეთის პრეზიდენტი

პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვიდა, სადაც უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და მიმდინარე ომზე ისაუბრა. მისი თქმით, ის არ მოისვენებს სანამ უკრაინა ევროკავშირის წევრი არ გახდება.

22 მაისი, 2022 - 13:47

რა დანაკარგები აქვს რუსულ ჯარს ომის დაწყებიდან დღემდე?

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 24 თებერვლიდან 22 მაისამდე რუსული მხარის დანაკარგი დაახლოებით 29 050 ჯარისკაცია, რაც გასულ დღესთან შედარებით 200 რუსი სამხედროთი მეტია.
 

22 მაისი, 2022 - 13:15

კარგი იქნება, თუ ევროპული და ამერიკული ელიტა ბოლომდე გაიგებს, რომ რუსეთის შუა გზაზე დატოვება არ შეიძლება – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინა გამორიცხავს რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმებას და კიევი არ მიიღებს მოსკოვთან რაიმე შეთანხმებას, რომელიც ტერიტორიის დათმობას მოიცავს.

21 მაისი, 2022 - 15:44

შედგება თუ არა ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა? - ზელენსკის პასუხი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ადრე თუ გვიან გაიმართება, მაგრამ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის მიზანი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როდის შედგება ეს შეხვედრა, - აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

21 მაისი, 2022 - 15:27

„აზოვსტალიდან“ მებრძოლების გაყვანის შესახებ მოლაპარაკებებში რომელი ქვეყნები მონაწილოებდნენ? - ზელენსკის პასუხი

უკრაინელი მებრძოლების „აზოვსტალიდან“ გაყვანის შესახებ მოლაპარაკებებში საფრანგეთის, თურქეთის, ისრაელის და შვეიცარიის ლიდერები მონაწილეობდნენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.