BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

18 ნოემბერი, 2020 - 13:35

„მაიკ პომპეოსთან შეხვედრაზე ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლაზეც იყო ყურადღება გამახვილებული“ - ნინო ევგენიძე

პომპეოსთან შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ იმაზე, რამდენად საფრთხეა არაფორმალური მმართველობა დემოკრატიული განვითარებისთვის, - ამის შესახებ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ევგენიძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
 
 

18 ნოემბერი, 2020 - 13:17

მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტი დასრულდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტი დასრულდა. 

18 ნოემბერი, 2020 - 12:58

ოპოზიციური პარტიები მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ოპოზიციური პარტიები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.განცხადების თანახმად, სახელმწიფო მდივნის ვიზიტი მკაფიო გზავნილია, რომ აშშ რჩება რეგიონში და დგას მისი პარტნიორების გვერდით.
 
 

18 ნოემბერი, 2020 - 12:29

„ამერიკა საქართველოს შიდა საქმეებში ვერ ჩაერევა“ - დავით ზალკალიანი

მისი მხრიდან რაიმე სახის პირდაპირი ჩარევა არ ყოფილა, ეს ჩვენი შიდა პოლიტიკური პროცესია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
 
 

18 ნოემბერი, 2020 - 12:25

საელჩო: მაიკ პომპეომ და ილია II-მ განიხილეს საქართველოს მნიშვნელოვანი როლი მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერის კუთხით

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
 
 

18 ნოემბერი, 2020 - 12:18

მაიკ პომპეოს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა დაიწყო

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს შორის შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს. სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ დახურულ კარს მიღმა იმართება და პროტოკოლით 35 წუთია გათვალისწინებული.
 
 

18 ნოემბერი, 2020 - 12:05

„საქართველო რჩება აშშ-ის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი და მყარი საყრდენი ამ რეგიონში“ - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოში, რეგიონში იქნება მეტი ამერიკა და საქართველო რჩება ამერიკის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი და მყარი საყრდენი ამ რეგიონში,- ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამერიკის სახელმწიფო მდივანთან, მაიკ პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
 
 

18 ნოემბერი, 2020 - 11:10

გიორგი გახარია მაიკ პომპეოს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ს სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შეხვდა. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმარა.
 
 

18 ნოემბერი, 2020 - 10:58

საქართველოში კორონავირუსის 3443 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 443 ახალი დადასტურებული შემთხვევა. 

17 ნოემბერი, 2020 - 17:09

საქართველოდან 53.8 მლნ დოლარის ღირებულების თხილია ექსპორტირებული

2020 წლის 1 აგვისტოდან 15 ნოემბრამდე პერიოდში, საქართველოდან, 10 179 ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 53.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.