BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

19 ნოემბერი, 2020 - 11:45

„დარწმუნებული ვარ, თითოეული პოლიტიკური გაერთიანება ისე მოიქცევა, როგორც იმ პასუხისმგებლობას ეკადრება, რომელიც ამომრჩეველმა მისი თვალთახედვით გადაანაწილა“ - პრემიერი

დარწმუნებული ვარ, თითოეული ეს პოლიტიკური გაერთიანება, თითოეული დეპუტატი იაზრებს ამ პასუხისმგებლობას და შესაბამისად, ისე მოიქცევა, როგორც ქართველ ამომრჩეველს, საქართველოს მოქალაქესა და იმ მოლოდინებსა და პასუხისმგებლობას ეკადრება, რომელიც საქართველოს მოქალაქემ, მისი თვალთახედვის შესაბამისად გადაანაწილა, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
 
 

19 ნოემბერი, 2020 - 11:19

III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით 0.7%-ით გაიზარდა და 11.9% შეადგინა

2020 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 11.9 პროცენტი შეადგინა.
 
 

19 ნოემბერი, 2020 - 10:59

საქართველოში კორონავირუსით 38 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 38 პაციენტი გარდაიცვალა. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის ბერდია სიჭინავას განცხადებით, 38 გარდაცვლილიდან 16 თბილისში მკურნალობდა.
 
 

19 ნოემბერი, 2020 - 10:52

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 697 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 697 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.
 
 

18 ნოემბერი, 2020 - 14:03

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის 2020 წლის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 802 მილიონი ლარი უკვე ამოიწურა

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის 2020 წლის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 802 მილიონი ლარი უკვე ამოიწურა. 
 

18 ნოემბერი, 2020 - 13:54

“ყველა შეთანხმდა, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია” - საელჩო მაიკ პომპეოს და სამოქალაქო სექტორის შეხვედრაზე

სახელმწიფო მდივანი პომპეო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს სასამართლო რეფორმასა და საქართველოს განვითარებაში სამოქალაქო საზოგადოების როლზე გულწრფელი და ღია საუბრისთვის შეხვდა, - ამ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
 
 

18 ნოემბერი, 2020 - 13:35

„მაიკ პომპეოსთან შეხვედრაზე ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლაზეც იყო ყურადღება გამახვილებული“ - ნინო ევგენიძე

პომპეოსთან შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ იმაზე, რამდენად საფრთხეა არაფორმალური მმართველობა დემოკრატიული განვითარებისთვის, - ამის შესახებ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ევგენიძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
 
 

18 ნოემბერი, 2020 - 13:17

მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტი დასრულდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტი დასრულდა. 

18 ნოემბერი, 2020 - 12:58

ოპოზიციური პარტიები მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ოპოზიციური პარტიები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.განცხადების თანახმად, სახელმწიფო მდივნის ვიზიტი მკაფიო გზავნილია, რომ აშშ რჩება რეგიონში და დგას მისი პარტნიორების გვერდით.
 
 

18 ნოემბერი, 2020 - 12:29

„ამერიკა საქართველოს შიდა საქმეებში ვერ ჩაერევა“ - დავით ზალკალიანი

მისი მხრიდან რაიმე სახის პირდაპირი ჩარევა არ ყოფილა, ეს ჩვენი შიდა პოლიტიკური პროცესია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.