jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

 წყალდიდობის გამო, დუბაის საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი გაუქმდა. ამის შესახებ BBC წერს.

დუბაის აეროპორტმა, რომელიც მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე დატვირთული აეროპორტია, განაცხადა, რომ ჩვეულ რეჟიმში მუშაობის აღდგენისთვის „გარკვეული დრო“ სჭირდება. შეფერხებებმა აეროპორტში რიგები და ქაოსი წარმოშვა. ადმინისტრაცია მგზავრებს აფრთხილებს, არ გაემგზავრონ აეროპორტში ინფორმაციის გადამოწმების გარეშე.

ცნობისთვის, დუბაის აეროპორტი, რომელიც ყველა კონტინენტის დამაკავშირებელი მთავარი ავიაჰაბია, გასულ წელს 80 მლნ-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა.

შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე დღეა სპარსეთის ყურის ქვეყნებში წყალდიდობაა. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაიტბორა ქუჩები, ინტერნეტში დატბორილი ინფრასტრუქტურის და ავტომობილების კადრები ვრცელდება. მეზობელ ომანშიც ბოლო 75 წლის განმავლობაში რეკორდული რაოდენობის ნალექი მოვიდა. ომანში სტიქიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

66