სავსებით შესაძლებელია, წარმოვიდგინოთ ჰააგის სასამართლოს შენობაზე ჩრდილოეთის ზღვაში მდებარე რუსული ხომალდიდან „ონიქსის“ ზებგერითი რაკეტის წერტილოვანი გამოყენება, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა. ჩინეთის ლიდერის თვითმფრინავი ვნუკოვოს აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და მოსამართლეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, - ინფორმაციას რუსული მედია საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ავრცელებს.
ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლებს სამსახურებრივ ტელეფონებში ჩინური სოციალური ქსელის, „ტიკტოკის“ გამოყენება აეკრძალათ. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი აშშ-ს მოუწოდებს, გადასცენ ორგანიზაციას „კოვიდ-19“-ის ლაბორატორიული წარმოშობის დამამტკიცებელი ინფორმაცია.
აშშ საელჩო საქართველოში USAID-ის ხელმძღვანელის სამანტა პაუერის განცახდებას ავრცელებს, რომელიც საქართველოში "უცხოური აგენტების" კანონპროექტს შეეხება.
საბერძნეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ნატო-ს მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინა გახდება ჩვენი ალიანსის წევრი, მაგრამ ამავე დროს, ეს გრძელვადიანი პერსპექტივაა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ფინეთში ვიზიტის დროს განაცხადა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა. სანქციების ახალი პაკეტი შეეხება რუსეთის ფედერაციის ეკონიმიკის სამინისტროს დაქვემდებარებულ მეტალურგიისა და სამთო მრეწველობას სექტორს.