“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სასტიკად არის ნაცემი. შესაბამის ინფორმაციას თავად პარტია ავრცელებს.
სამართალდამცველები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დასაშლელად კვლავ წყლის ჭავლს და სხვა საშუალებებს იყენებენ.
საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ სრულიად გაუმართლებელი, არაპროვოცირებული და არაპროპორციული ძალის გამოყენება ხდება, რაზეც სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეთა ნაწილმა სანაპიროზე გადაინაცვლა.
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადების არასაკმარისი რაოდენობა იმყოფება, არ შეესაბამება სიმართლეს,- ამის შესახებ ინფორმაციას შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მიმართავს და მშვიდობიანი აქციის დარბევის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა, - ამის შესახებ განცხადებას „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს.
საქართველოს სახალხო დამცველი პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლის მიზნით სპეციალური საშუალებების გამოყენების ფაქტს ეხმიანება.
გულგატეხილი ვარ საქართველოს მომავალზე - ისეთი გრძნობაა, თითქოს მეგობარს ვკარგავთ , - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
წყლის ჭავლის გარდა, პოლიცია მომიტინგეების დასაშლელად სხვადასხვა საპოლიციო ზომას მიმართავს, მათ შორის აქციაზე რამდენჯერმე მოხდა ცრემლსადენი გაზის გაშვება.