jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

 აქციის - "არა რუსულ კანონს" მონაწილეების მიერ ხელისუფლებისთვის "უცხოური გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტისგაწვევისთვის მიცემული 1 - საათიანი ვადა ამოიწურა.

აქციის ერთ-ერთმა წამყვანმა, ლევან ცუცქირიძემ მოუწოდა აქციის მონაწილეებს, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლონ.

„ჩვენ გვინდა შემოგთავაზოთ, რომ ახლა ჩვენთან ერთად, მშვიდობიანად, წყნარად წავიდეთ სახელმწიფო კანცელარიასთან და მოვითხოვოთ, რომ გამოვიდეს პრემიერ - მინისტრი და დაგველაპარაკოს", - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

ლევან ცუცქირიძის განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან გადანაცვლების შემდეგ,ისინი ხელისუფლებისგან კანონის უკან გაწვევასთან ერთად და დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.

25