jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

 დღეს ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავი აღინიშნება. თარიღის აღსანიშნად ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში დილიდან შეიკრიბნენ. ადგილზე პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატები იმყოფებოდნენ და ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს.

1715239503 9 maisi

441164300 831194099041605 3780373631783957129 n

1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომმა საქართველოზე უმძიმესი კვალი დატოვა – ჩვენმა ქვეყანამ 300 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა.

საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 74 ვეტერანი ცხოვრობს.

76