jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

საქართველო არ არის ჯორჯია, შავი ზღვა კი - ატლანტის ოკეანე , - ასე გამოეხმაურა დიმიტრი მედვედევი "ქართული ოცნების" მიერ შემუშავებულ "რუსულ კანონს". რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ღირებულებები განსხვავებულია.

"ერთი წლის წინ, სხვათა შორის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, თავისი ოფიციალური წარმომადგენლის, პრაისის მეშვეობით, განსაკუთრებული კმაყოფილება გამოხატა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ "გამჭვირვალობის კანონის“ წინა პროექტი გაიწვია. იმის გამო, რომ დოკუმენტი "ევროატლანტიკურ ღირებულებებთან შეუთავსებელი იყო". დიახ, მართალია. ღირებულებები მართლაც განსხვავებულია. შავი ზღვა არ არის ატლანტიკური ოკეანე, საქართველო კი - ჯორჯია, მიუხედავად სახელების სრული მსგავსებისა", - განაცხადა მედვედევმა.

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის აცხადებს, რომ "რუსული კანონის" გამო თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციები მართულია.

"თბილისში უცხოელი აგენტების შესახებ კანონის ირგვლივ მსჯელობა პარლამენტში ქუჩურ გარჩევებსა და მხიარულ ქართულ ჩხუბში გადავიდა. ვინც მსგავს ქმედებებს სპონტანურ პროტესტს უწოდებს, საკუთარ სარკეს ქვა პირველი მან ესროლოს. ყველა ამ აქციის უკან ჰოლივუდის გამოცდილი და ნაცნობი ხელი მოჩანს", - წერს მედვედევი ტელეგრამზე.

აღსანიშნავია, რომ დიმიტრი მედვედევი "ქართული ოცნების" დეპუტატების მსგავსად, ევროკავშირს ახსენებს, რომ მსგავსი პროექტის მიღებას EU-შიც აპირებენ.

59