jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

 “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გია ბარამიძე მიმართავს ხელისუფლებას, რომ პარლამენტის შენობის უკანა მხარეს, სადაც მოქალაქეები აქციას მართავენ, უსაფრთხოების მიზნით პოლიცია დააყენოს.

როგორც ბარამიძემ აღნიშნა, ამ წუთებში, პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან სამართალდამცველების არ ყოფნა მიმართულია „ბინძური პროვოკაციისთვის” შეკრებილი ხალხის წინააღმდეგ.

“არცერთი პოლიციელი, დაცვაც რომ არ იმყოფება, ეს არის მიმართული ბინძური პროვოკაციისთვის მშვიდობიანად შეკრებილი ხალხის წინააღმდეგ. გუშინ აქ ხალხი დაარბიეს რობოკოპებით, მშვიდობიანად რომ იდგენენ, თან უტიფრად აცხადებდნენ, საზოგადოებრივ წესრიგს ვიცავთო. აი, აქ ყოფით ნიადაგზე რომ რამე მოხდეს, კაცი, პოლიციელი არ არის რომ რეაგირება მოახდინოს. ამ რუსულ ბანდას მივმართავ, თქვენი მაიმუნობა და ვირეშმაკობა დიდი ხანია გაშიფრულია. მოვიდეს აქ სამი-ოთხი პოლიციელი, დადგეს პარლამენტის შესასვლელთან, დადგეს ხალხში, არ მოხდეს რამე, ვინმემ პროვოკაცია არ მოაწყოს და პარლამენტის დაცვამ შეასრულოს თავისი ფუნქცია. აქ ჩვენ იმისთვის არ მოვსულვართ, რომ თქვენ ოინებზე და ხაფანგზე წამოვეგოთ. ჩვენ ვართ ყველანი ძალიან გაბრაზებულები, იმიტომ, რომ ხართ მოღალატეები და მაგას არ გაპატიებთ, მაგრამ თქვენ ხაფანგში აქ თავის შეყოფას არავინ აპირებს”,- განაცხადა ბარამიძემ.

20