jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

წარმოუდგენლად შეშფოთებულები ვრჩებით, არა მხოლოდ კანონპროექტის, არამედ “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობის მხრიდან მომავალი ანტიდასავლური რიტორიკის გამო. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.

მეთიუ მილერს კითხვა დაუსვეს „ქართული ოცნების“ ინიციატივაზე, რომელიც მონაცემთა ბაზის შექმნას ითვალისწინებს, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არიან ჩართული, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, ამ კონკრეტულ საკითხზე „შეფასება არ აქვს“.

“ამ კონკრეტულ რაღაცაზე რაიმე შეფასება არ მაქვს. მხოლოდ იმას ვიტყვი, როგორც უკვე ვთქვით ბოლო რამდენიმე დღეში, ჩვენ წარმოუდგენლად შეშფოთებულები ვრჩებით - არა მხოლოდ კანონპროექტის გამო, რომელიც საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში განიხილება, არამედ ანტიდასავლური რიტორიკის გამო, რომელიც “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობისგან გვესმის. ვფიქრობთ, რომ ეს საქართველოს სახიფათო ტრაექტორიაზე აყენებს, ვფიქრობთ, რომ ის საფრთხეს უქმნის მათ ევროატლანტიკურ გზას და, ძალიან აშკარად, საფრთხეს უქმნის ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს”, - განაცხადა მილერმა.

64