jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გუშინ გამოჩნდა, სინამდვილეში ვინ არიან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორები.

პაპუაშვილის თქმით, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ეკავა ბოლოს ტრიბუნა. პაპუაშვილის განმარტებით, ასევე კიდევ ერთხელ ნათელი გახდა, რომ ენჯეოსექტორის ნაწილი, ფაქტობრივად, „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილია.

„რაც შეეხება კანონპროექტს, მგონი, ამ დღეებმა, ამ აქციებმა, აქციების ორგანიზატორებმა, აქციების ორგანიზატორების გაუმჭვირვალობამ კიდევ ერთხელ დაგვანახა კანონის საჭიროება. დღემდე არ ვიცით, თუნდაც ის ტექნიკური აღჭურვილობა ვისი დაფინანსებულია, ის „ენჯეოები“, ვინც ამბობნენ, რომ იყვნენ აქციის ორგანიზატორები, ვისგან არიან დაფინანსებული. ვნახეთ გუშინ, სინამდვილეში ვინც არიან ამ აქციის ორგანიზატორები. ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. ისინი იდგნენ ბოლოს ტრიბუნასთან. ისინი არიან, საერთო ჯამში, ამ კანონის წინააღმდეგ პროპაგანდის სულის ჩამდგმელი. შესაბამისად, კიდევ ერთხელ გახდა ნათელი, რომ ენჯეოსექტორის ეს ნაწილი, ფაქტობრივად, გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი. აქ უკვე ზღვრის წაშლაზე კი არ არის საუბარი, უბრალოდ გახდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

54