საქართველო გზაგასაყარზეა - ის ევროპისკენ გზაზე უნდა დარჩეს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე წერს.
საქართველოს სახალხო დამცველი 1 მაისის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები "რუსული კანონის" განხილვებს და მეორე მოსმენით მიღებას აპროტესტებენ.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებთან დაკავშირებით, ერთგვარი, კამპანია გაჩაღდა უმიზეზოდ. გარკვეული ადამიანების მხრიდან, გაჟღერდა ინფორმაცია, თითქოს ადგილზე, ხელმიუწვდომელი იყო სამედიცინო დახმარება.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებები გრძელდება.
რუსი პროპაგანდისტი ალექსანდრ დუგინი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს "აგენტებს", მიმდინარე პროტესტს კი "არაქართულს" უწოდებს.
კიდევ რამდენი წითელი ხაზი უნდა გადაკვეთოს ამ ხელისუფლებამ იქამდე, სანამ აშშ საფასურს დააწესებს ამის საწინააღმდეგოდ,- ასე ეხმაურება იან კელი აქციაზე განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელ X-ში.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სასტიკად არის ნაცემი. შესაბამის ინფორმაციას თავად პარტია ავრცელებს.
სამართალდამცველები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დასაშლელად კვლავ წყლის ჭავლს და სხვა საშუალებებს იყენებენ.
საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ სრულიად გაუმართლებელი, არაპროვოცირებული და არაპროპორციული ძალის გამოყენება ხდება, რაზეც სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.