რიონის ხეობის მცველი, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ მათი პირობების დაკმაყოფილება/არდაკმაყოფილების საკითხზე პასუხების ვადამ პარასკევამდე, 23 აპრილამდე გადაიწია. გოლეთიანმა მედიას უთხრა, რომ ამის შესახებ პრემიერის წარმომადგენელებს ესაუბრა.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, არ დაუშვან კანონპროექტის ინიცირება, რომელიც მიზნად ისახავს ამნისტიის გავრცელებას 2019 წლის 20-21 ივნისს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე.
ალერგოლოგი და ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილი იმუნიზაციის საბჭოს წევრი, ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, რატომ გადაწყდა მაისიდან მოსახლეობის „სინოფარმითაც“ აცრა.
დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესში შემდეგი ცვლილებები შევიდა:
ქუთაისში, ჩხობაძის სახელობის კლინიკის კოვიდგანყოფილებიდან პაციენტი გადახტა. არსებული ინფორმაციით, 64 წლის მამაკაცი, რამდენიმე საათში გარდაიცვალა. შემთხვევა გუშონ საღამოს მოხდა.
გადაუდებელი ტექნიკურ სამუშაოების გამო დედაქალაქის ზოგიერთი რაიონის ნაწილს ხვალ, 22 აპრილის 23:00 საათიდან 24 საათის განმავლობაში წყალმომარაგება შეეზღუდება.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა. "ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 241 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 446 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 795 PCR ტესტით.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კორონავირუსის ვაქცინაციის მსურველთა გასარკვევად შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე, დღეის მდგომარეობით, 45 313 მსურველია დარეგისტრირებული. მოქალაქეს რამდენიმე ვაქცინიდან მაქსიმუმ სამის არჩევა შეუძლია.
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძის განაცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარება საკმაოდ რთულდება, რის გამოც მთავრობა ვირუსის გავრცელების პრევენციის ზომების მიღებაზე იმსჯელებს.