jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

 საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან ერთად პოლონეთში, ვროცლავში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში International Tourism Fair Wroclaw მიიღო მონაწილეობა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, გამოფენაზე საქართველოს სტენდთან ქართული კერძო კომპანიები იყვნენ წარმოდგენილი.

„ვროცლავის გამოფენის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა პოლონურ ტურისტულ კომპანიებთან სამომავლო თანამშრომლობისა და ტურების დაგეგმვის მიზნით.

პოლონური კომპანიები დაინტერესდნენ საქართველოს საზღვაო კურორტებით, კულინარითაა და სათავგადასავლო ტურისტული აქტივობებით.

ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას 13 ათასამდე ვიზიტორი ჰყავდა. გამოფენაში 200-მდე ტურისტული ორგანიზაცია და კომპანია მონაწილეობდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

144