სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს, რომ სემეკმა ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებით ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღო.
რუსთავში, მცხეთასა და თბილისში წყლის ტარიფი იზრდება. სემეკმა შპს „ჯივიპის“ და შპს „რუსთავის წყალის“ გაზრდილი ტარიფები დაამტკიცა.
საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქება 1 თებერვლამდე არ განიხილება. ამის შესახებ გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ინფორმაცია თითქოს 3 იანვრიდან სრული ლოქდაუნი, ან გადაადგილების შეზღუდვა იგეგმება ჭორია.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირება შემდეგი ერთი წლის განმავლობაში მოხდება, რაც ბიუჯეტშიც აისახება.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 012 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 451 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 313 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 138 PCR ტესტით.
რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ 3 იანვრიდან ქვეყანაში სრული "ლოქდაუნი" გამოცხადდება, რომლის ფარგლებშიც კერძო ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დაფიქსირდა თუ არა კორონავირუსის ახალი შტამი საქართველოში, ამის შესახებ დაზუსტებით კვირის ბოლოს იქნება ცნობილი.
დღეიდან საქსტატი უმუშევრობის დათვლის ახალ მეთოდოლოგიაზე გადავიდა, რომელიც თვითდასაქმებულთა ნაწილს დასაქმებულებად აღარ მიიჩნევს.
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, კლინიკების მიმართ დავალიანებები 200 მლნ ლარით შემცირდა.