“მოგეხსენებათ, ეს წელი იყო რთული წელი თითოეული ჩვენგანისთვის, პირველ რიგში რა თქმა უნდა ჩვენი მოქალაქეებისთვის, გლობალურმა პანდემიამ, ფაქტობრივად, გამოცდა მოუწყო სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტს და ცალკე აღებულ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს და ყველას კარგად გვესმის, რომ 2021 წელიც იქნება უაღრესად მძიმე და გამოწვევებით სავსე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.
ჩვენ საქართველოს ისტორიაში პირველად, პარლამენტში 9 პოლიტიკური გაერთიანება და 60 ოპოზიციური მანდატი მივიღეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე დიდ ქალაქებში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში ფოთსა და თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადადგილების შეზღუდვა ძალაში რჩება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატი ნათია თურნავა სასტუმრო ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ კიდევ ერთხელ გააცნო ის რეგულაციები, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ახალი წლის ღამეს იმოქმედებს,- ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
„რა პოლიტიკა გექნებათ, როდესაც დაიწყება პანდემიის უარყოფითი ეფექტების შესუსტება, ბიზნესების და კერძო სექტორის დარესტარტების კუთხით?“ - ამ კითხვით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატ ნათია თურნავას პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა მიმართა.
„ქვეყანას, ისევე როგორც მთავრობას და მოსახლეობას მომავალ წელს სერიოზული გამოწვევები ელოდება, უნდა აღინიშნოს, რომ წელს საქართველომ მოახერხა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მნიშვნელოვანი დახმარებების მობილიზება“, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატი ნათია თურნავა პარლამენტში, 5 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის ეკონომიკურ ნაწილს წარადგენს.
24 დეკემბერს შეზღუდვების შემსუბუქება იქნება დიდი შეცდომა- ამის შესახებ ტვ პირველთან ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა, ზაზა წერეთელმა განაცხადა.
გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე, საქართველოს მთავრობას პანდემიის გამო დაწესებული შემზღუდავი ღონისძიებების არა შემსუბუქებას, არამედ კიდევ უფრო გამკაცრებას ურჩევს.
საქსტატმა დღეს 2020 წლის III კვარტლის დეტალური ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, სამთვიან პერიოდში ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.6%-ით შემცირდა.