უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფა დაბლოკა. ამის შესახებ თავად ორბანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
რუსეთის სასტიკი შეჭრის წინააღმდეგ უკრაინის მამაცი წინააღმდეგობის გარეშე დღეს აქ არ ვიქნებოდით, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
ევროკავშირის სამიტზე ვიდეოჩართვის დროს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდა, არ უღალატონ ევროპისადმი ხალხის რწმენას.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა 150-ზე მეტ ფიზიკური პირსა და სუბიექტს, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს შეზღუდვების თავიდან აცილებასა და მისი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გაძლიერებაში.
სერბეთმა გაზის მიწოდების დივერსიფიცირებისთვის ბულგარეთთან დამაკავშირებელი მილსადენი გახსნა, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ევროკავშირმა ხელოვნური ინტელექტის რეგულირების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით წინასწარ შეთანხმებას მიაღწია.
დიდთოვლობის გამო ამსტერდამის აეროპორტში ფრენები გადაიდო, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
გერმანიაში დიდთოვლობამ საჰაერო მიმოსვლას პრობლემები შეუქმნა.
საბერძნეთის კუნძულ ლესბოსთან სატვირთო გემი ჩაიძირა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაკარგულად მიიჩნევა.
ევროპარლამენტი უკრაინაში ოფისის გახსნას დათანხმდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროაქტივი“ ავრცელებს.