ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. რამდენიმე მიწისძვრამ გააჩინა საფრთხე, რომ, შესაძლოა, ვულკანი ამოიფრქვეს.
ევროკავშირს არ გამოუვა რუსეთის გაძევება სამხრეთ კავკასიიდან და ცენტრალური აზიიდან, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
რუსული გაზი კვლავ შედის ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, რომლებმაც თითქოს უარი თქვეს მასზე, – ამის შესახებ „გაზპრომის“ ხელმძღვანელმა, ალექსეი მილერმა განაცხადა.
აშშ ჩინურ კომპანიებს რუსეთის დახმარების შემთხვევაში მოსალოდნელი სერიოზული შედეგების შესახებ აფრთხილებს.
დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ისრაელში კიბუცი კფარ აზა მოინახულა, სადაც 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა განახორციელა.
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ვალდებულია „გადაარჩინოს პალესტინელები ისრაელის ჩაგვრისგან“.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა სანქციების ყოვლისმომცველი პაკეტი დაამტკიცა 130 ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს სამხედრო ტექნოლოგიების მიწოდებაში.
ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს ერთი მილიონი საარტილერიო ჭურვი გადასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომი უნდა დაპაუზდეს, რათა მოხდეს მძევლების გათავისუფლება.
ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 7 960-მდე გაიზარდა. ამის შესახებ „სიენენი“ პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.