janmedi
ავერსი ნემო

15 ივლისიდან თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა ამოქმედდება. China Eastern Airlines რეისებს კვირაში 3-ჯერ: ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას შეასრულებს.

China Eastern Airlines მესამე ჩინური ავიაკომპანიაა, რომელიც საქართველოსა და ჩინეთს შორის პირდაპირ რეგულარულ რეისებს შეასრულებს. ახალი მიმართულება ხელს შეუწყობს ტურიზმის, ბიზნესისა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას. უვიზო რეჟიმთან ერთად, ორ ქვეყანას შორის მგზავრობა კიდევ უფრო მარტივი გახდება.

69