მიმდინარე წელს, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქვეყნიდან გაძევებულია 3600-ზე მეტი პირი - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.
სახელმწიფო კლინიკებში დასაქმებული ექთნების საშუალო ფიქსირებული საათობრივი ანაზღაურება სტაციონარულ დაწესებულებებში 5.78 ლარს, ამბულატორიულ დაწესებულებებში კი 4.72 ლარს შეადგენს.
1-ელი ნოემბრიდან ევროკავშირის ბაზარზე შესულ ყველა ამანათზე 2 ევროს ოდენობის დამატებითი გადასახადი ამოქმედდა, რაც ჩინეთიდან დაბალფასიანი იმპორტის მკვეთრი ზრდის ფონზე გადაწყდა. ინფორმაციას Euronews ავრცელებს.
მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანია ევროპის დასუსტება, მათ შორის ეკონომიკის, დემოკრატიული ინსტიტუტების და ამის გამოვლინებაა ის პროცესები, რომლებიც ვითარდება ევროპის ქვეყნებში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners” ორგანიზებით, ქალაქ ნიუ-იორკში გამართულ ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე „Karakterre“ ქართული ღვინის 13 მწარმოებლის 26 სახეობის ღვინო იყო წარმოდგენილი.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ37-კმ57 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ასფალტის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება.
დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე 5 პირი დააკავეს. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის, „ff.k Public Relations“ ორგანიზებით, გერმანიის ქალაქებში ჰამბურგი, ერფრუტი და ბერნკასტელ-კუესი ქართული ღვინის მასტერკლასები და დეგუსტაციები გაიმართა.
ღვინის ეროვნული სააგენტოსა და კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის, „Glodow Nead Communications“-ის ორგანიზებით, საქართველოში ღვინის კომერციული სექტორის წარმომადგენელთა შვიდკაციანი ჯგუფი იმყოფებოდა.
ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, დევნილი ოჯახების მონიტორინგის პროცესი დაიწყო - ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.