თელავის აეროპორტის სამგზავრო ტერმინალის მშენებლობის ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა. ახლა, ხელშეკრულების მომზადების პროცესი მიმდინარეობს.
„ინვესტიციების სააგენტო კიდევ ერთხელ მასპინძლობს BPO ( ბიზნესპროცესების აუთსორსინგი) სამიტს, რომლის ფარგლებშიც 12-მდე უცხოური კომპანიის ლიდერი არის ჩამოსული“ - ამის შესახებ თორნიკე სულაბერიძემ განაცხადა.
ჩვენი მიზანია, საქართველო იყოს არა მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა, არამედ რეგიონული ეკონომიკური და ფინანსური კავშირების მნიშვნელოვანი ცენტრი, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
სექტემბერში ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით 500 000 ტონაზე მეტი ტვირთი გადაიტანეს, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13%-ით მეტია.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ნარჩენების განთავსების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რეგიონული ობიექტის მშენებლობის მიმდინარეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი გაეცნო.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) მილსადენით 2026 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში 18.856 მლნ. ტონა ნავთობი იქნა ტრანსპორტირებული, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.3%-ით ნაკლებია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 6 153.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ლონდონში ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოსა ფინანსური მხარდაჭერით და კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Swirl Wine Group“ ორგანიზებით გაიმართა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Wijnimport Bleeker“ ორგანიზებით, ნიდერლანდების სამეფოში, ქალაქ მაასტრიხტში, საერთაშორისო გასტრონომიულ ფესტივალზე „Folie culinaire“ ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა.
ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ქართული ღვინის მასტერკლასი და დეგუსტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“ ორგანიზებით გაიმართა.