global distribution
გარე ავეჯი

საქართველოს სტატისტისკის ეროვნული სამსახური საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების გამოკვლევის შედეგებს აქვეყნებს.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2024 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა 228.7 მლნ. ლარი შეადგინა.

„შემოსავლის უდიდეს ნაწილს საერთაშორისო საფოსტო-საკურიერო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები (68.0 პროცენტი) შეადგენდა, ხოლო 32.0 პროცენტს - ადგილობრივი მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები.

საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 80.2 პროცენტი ამანათების მიწოდებიდან არის მიღებული, რომლის 72.6 პროცენტი საერთაშორისო გზავნილებზე მოდიოდა, 27.4 პროცენტი კი – ადგილობრივ გზავნილებზე.

საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 11.7 პროცენტი წერილობით კორესპოდენციებზე მოდიოდა, რომლის 44.0 პროცენტი საერთაშორისო იყო, ხოლო 56.0 პროცენტი – ადგილობრივი.

საქსტატის ცნობით, საფოსტო და საკურიერო მომსახურებით დაკავებული საწარმოებმა 2024 წლის განმავლობაში გააგზავნეს 13.3 მილიონი ამანათი და 5.9 მილიონი წერილობითი კორესპონდენცია. 2024 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა შეადგენდა 4.0 ათასს და მათ შორის 1.5 ათასი იყო კურიერი, ფოსტალიონი ან ფელდეგერი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

56