janmedi
ავერსი ნემო

კომპანია ნემო“ დაარსდა 2021 წელს. ეს არის ორგანიზაცია, რომელმაც მიზნად დაისახა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული წყლის მიწოდების რთული პრობლემების სწრაფი, ეფექტური და სტაბილური გადაჭრა. დღეს „ნემო“ ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი შემსყიდველი და მიმწოდებელია, რომელიც მომხმარებელს უმაღლესი სტანდარტის ენერგოეფექტურ წყლის ტუმბო-აგრეგატებს სთავაზობს. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში, რეგიონების წყალმომარაგება ხშირად სპეციფიკურ გამოწვევებთან არის დაკავშირებული, ცხადია, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ისეთი სანდო პარტნიორის არსებობა, რომელიც ინოვაციური მიდგომებითა და გრძელვადიანი ხარისხით უზრუნველყოფს ბაზარს. სწორედ ეს არის ის მთავარი მამოძრავებელი რასაც კომპანია საქართველოში ემსახურება.

2 258527575785858

„ნემოს“ წარმატების ერთ-ერთი მთავარი საიდუმლო პროდუქციის უპრეცედენტოდ ფართო ასორტიმენტია. კომპანია არ გვთავაზობს შაბლონურ გადაწყვეტილებებს; ნაცვლად ამისა, იგი ინდივიდუალურად უდგება თითოეული პროექტის სპეციფიკას.

კომპანიის პორტფოლიოში წარმოდგენილია:

  • ჭაბურღილისა და ჩასაძირი ტუმბოები: მიწისქვეშა წყლების ეფექტური მოპოვებისთვის;
  • ჰორიზონტალური და ვერტიკალური მრავალსაფეხურიანი წყლის ტუმბოები: მაღალი წნევისა და დიდ მანძილზე წყლის მისაწოდებლად, როგორც სიმაღლეზე, ისე სწორ მანძილზე;
  • საცირკულაციო და ზედაპირის ტიპის წყლის ტუმბოები: მრავალმხრივი საყოფაცხოვრებო თუ ინდუსტრიული დანიშნულებისთვის.

ეს მრავალფეროვნება საშუალებას იძლევა, ოპტიმალური ინჟინერული გადაწყვეტამოიძებნოს როგორც მცირე საოჯახო მეურნეობისთვის, ისე მასშტაბური ინდუსტრიული კომპლექსებისთვის.

65858585858585857447272

 

საერთაშორისო გიგანტების ნდობა და ევროპული სტანდარტი

პროდუქტის საიმედოობა მის წარმომავლობაზეა დამოკიდებული. „ნემო“ ექსკლუზიურად თანამშრომლობს მსოფლიო ლიდერ ბრენდებთან, რომელთა სახელიც გლობალურ ბაზარზე ხარისხის სინონიმია. პარტნიორებს შორის არიან ისეთი გიგანტები, როგორებიცაა: Leo, Dab, Pentax, MSP, Ulusu და Wilo.

„ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ თითოეული პროდუქტი აკმაყოფილებდეს მკაცრ ევროსტანდარტებს. ხარისხის კონტროლის შიდა სისტემა გამორიცხავს ყოველგვარ ხარვეზს, რაც საფუძვლად უდევს ჩვენი მომხმარებლების მრავალწლიან ნდობას.“

კომპანია ბაზარზე მკაცრად უპირისპირდება დღეს არსებულ გამოწვევას - არაკეთილსინდისიერ მიმწოდებლებს, რომლებიც ხშირად აყალბებენ ტექნიკურ მონაცემებს. „ნემო“ გამჭვირვალობისა და პროფესიული ეთიკის გარანტია, სადაც მომხმარებელი ზუსტად იმ სიმძლავრესა და ხარისხს იღებს, რაშიც ინვესტიციას დებს.

გამოყენების ფართო არეალი - აგროკულტურიდან მეგა-პროექტებამდე „ნემოს“ მასშტაბები სცდება სტანდარტული კომერციის ფარგლებს.

კომპანია სტრატეგიულად ემსახურება ქვეყნის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანეს სექტორებს:

  • სექტორი გამოყენების მიზნობრიობა აგრო და საირიგაციო მიწების ეფექტური მორწყვა, მოსავლიანობის გაზრდა და სამელიორაციო სისტემები.
  • სამრეწველო და კომერციული ფაბრიკა-ქარხნების, ბიზნესცენტრებისა და წარმოებების უწყვეტი წყალმომარაგება.
  • საყოფაცხოვრებო კერძო სახლებისა და დასახლებების კომფორტული, ყოველდღიური წყალმომარაგება.

განსაკუთრებით აღსანიშნავია კომპანიის მონაწილეობა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სახელმწიფო პროექტებში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის ეროვნულ მნიშვნელობასა და სანდოობას.

WhatsApp Image 2026 05 04 at 15.16.42

ენერგოეფექტურობა და დისტანციური მართვა - მომავლის ტექნოლოგიები
თანამედროვე ბიზნესში ეკონომია და გარემოზე ზრუნვა გადამწყვეტია. „ნემო“ მომხმარებელს სთავაზობს არა უბრალოდ ტუმბოებს, არამედ ჭკვიან მართვის სისტემებს. კომპანიის მიერ წარმოებული თანამედროვე მართვის კარადები აღჭურვილია ინოვაციური ტექნოლოგიებით, რაც საშუალებას იძლევა:

  •  დისტანციურად გაკონტროლდეს ტუმბოების მუშაობის რეჟიმი;
  • ოპტიმიზირდეს ენერგიის მოხმარება, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს საოპერაციო და ელექტროენერგიის ხარჯებს;
  • თავიდან იქნას აცილებული ავარიული შემთხვევები სისტემის ავტომატური მონიტორინგის წყალობით.

კომპანია უზრუნველყოფს სრულ საინჟინრო მხარდაჭერას და ექსკლუზიურ სერვისს „ნემოს“ მომხმარებლისთვის და სთავაზობს სრულ ციკლს: იდეიდან - მზა გადაწყვეტილებამდე.

შესყიდვამდე კომპანიის მაღალკვალიფიციური გუნდი ატარებს დეტალურ კვლევას (წყლის მოცულობის, მანძილისა და სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით).
სერვის ცენტრი უზრუნველყოფს როგორც პროფესიონალურ მონტაჟს, ისე შემდგომ ტექნიკურ მომსახურებას. აღსანიშნავია, რომ კომპანია ემსახურება როგორც საკუთარ, ისე სხვა ბრენდების სისტემებსაც. პროდუქციაზე მოქმედებს 1-წლიანი სრული გარანტია, რაც მოიცავს როგორც შეკეთებას, ისე აგრეგატის სრულ ჩანაცვლებას. ხაზგასასმელია სწრაფი მიწოდების სერვისიც - გამართული ლოგისტიკისა და საერთაშორისო კავშირების წყალობით, სპეციფიკური მოდელების ჩამოტანა უმოკლეს ვადებშიხდება.

სამომავლო გეგმები კიდევ უფრო ამბიციურია

„ნემო“ აგრძელებს მსოფლიო ბაზარზე არსებული ტექნოლოგიური სიახლეების შესწავლასა და მათ საქართველოში იმპორტირებას. ასორტიმენტის გაფართოება, ციფრული კომუნიკაციის გაუმჯობესება და კიდევ უფრო მეტ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტში მონაწილეობა - ეს ის გზაა, რომლითაც კომპანია წინ მიიწევს.

თუ თქვენ ეძებთ უმაღლეს ხარისხს, კონკურენტულ ფასსა და პროფესიონალთა გუნდს, რომელიც თქვენს საიმედოობაზე იზრუნებს, „ნემო“ თქვენი საუკეთესო არჩევანია.

კომპანიის დევიზია - „ნემო“ - ახალი ერა წყლის მიწოდების სფეროში. ჩვენ უზრუნველყოფთ მუდმივ, უწყვეტ და საიმედო წყლის ენერგიას თქვენი ყოველდღიურობისთვის!

ავტორი
მირანდა შურღაია
78