golden brand
ავერსი ნემო

საქართველოში მშენებლობა ისევ გაძვირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის აპრილში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.1 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 3.8 პროცენტით. 

მათ შორის:

საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.5 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 1.1 პროცენტით;
არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.05 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.9 პროცენტით;
სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 2.2 პროცენტით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.7 პროცენტით.

ამასთან, საქსტატის ცნობით, 2026 წლის აპრილში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.1 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო ტრანსპორტირების, საწვავისა და ელქტროენერგიის ხარჯების კატეგორიის 6.4 პროცენტიანი ზრდით, რამაც 0.78 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 3.8 პროცენტით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში ტრანსპორტირების, საწვავისა და ელქტროენერგიის ხარჯების კატეგორიის 12.7 პროცენტიანი მატებით და დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 2.2 პროცენტიანი ზრდით, რამაც შესაბამისად 1.61 და 1.5 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 27.4 პროცენტით.

33