ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელმა ესპანურმა კომპანიამ Aqualia საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და 2026 წლის Global Water Awards-ის ორი პრესტიჟული ნომინაციის ფინალისტი გახდა.
საერთაშორისო წყლის ინდუსტრია წლის მთავარი მოვლენის მოლოდინშია. „წყლის ოსკარებად“ წოდებული Global Water Awards 2026-ის ფინალისტები ცნობილია და მათ შორის ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას კომპანია Aqualia იკავებს, რომელიც საქართველოს წყალმომარაგების სექტორში ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშე და სტრატეგიული ინვესტორია.
პრესტიჟული გამოცემა Global Water Intelligence-ის (GWI) მიერ Aqualia-ს აღნიშნულ ნომინაციებზე წარდგენა ადასტურებს, რომ კომპანია არა მხოლოდ საოპერაციო მიმართულებით ვითარდება, არამედ წყლის რესურსების მართვის თანამედროვე, ეკოლოგიურ სტანდარტებსაც აწესებს მსოფლიო მასშტაბით.
ნომინაცია „წლის წყლის კომპანია“ Aqualia-სთვის გასული წლის მასშტაბური სტრატეგიული ნაბიჯების შედეგია. კომპანიამ შეძლო პოზიციების განმტკიცება მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნად ბაზრებზე, მათ შორის წარმატებით დაიწყო ოპერირება იაპონიის ბაზარზე და საქმიანობა საფრანგეთშიც გააფართოვა. კომპანიამ ახალი კონტრაქტები გააფორმა პერუსა და საუდის არაბეთში. კომპანიის საოპერაციო ზრდას ხელი შეუწყო სექტორში ერთ-ერთმა ყველაზე მასშტაბურმა ფინანსურმა ოპერაციამ: 1.25 მილიარდი ევროს მოცულობის რეფინანსირებამ, რამაც კიდევ უფრო გაამყარა კომპანიის ფინანსური სტრუქტურა და ინვესტორთა ნდობა.
“წლის წყლის კომპანიის” ნომინაციაში Aqualia ისეთ გლობალურ ლიდერებს უწევს კონკურენციას, როგორებიცაა Acciona, Aquatech, Miahona და Xylem.
მეორე ნომინაცია - „წლის საუკეთესო პროექტი წყლის მეორადი გამოყენების დარგში“ - Aqualia-ს მიერ ინიცირებულ ევროპულ პროექტ NICE-ს უკავშირდება. აღნიშნული აღიარება ხაზს უსვამს კომპანიის ინოვაციურ მიდგომას, რომელიც მიზნად ისახავს ქალაქებში წყლის რესურსების მართვის სრულ ტრანსფორმაციას ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მეშვეობით.
პროექტის ფარგლებში Aqualia-მ დანერგა სისტემები, რომლებიც „მწვანე ინფრასტრუქტურის“ მეშვეობით შესაძლებელს ხდის გამოყენებული წყლის გაწმენდასა და მის ხელახალ გამოყენებას.
ამ კატეგორიაში Aqualia ისეთი ქვეყნების მასშტაბურ პროექტებს უპირისპირდება, როგორიცაა ინდოეთი (Wabag და Suez), ირლანდია (Haskoning) და დიდი ბრიტანეთი (Jacobs).
ეს აღიარება Aqualia-სთვის მორიგი მნიშვნელოვანი ეტაპია წყლის რესურსების მდგრადი მართვის გზაზე. კომპანია აგრძელებს ახალი სტანდარტების დაწესებას მსოფლიო მასშტაბით, იქნება ეს გლობალური გაფართოება თუ ეკო-ინოვაციური პროექტები. ფინალისტებს შორის ყოფნა უკვე ნიშნავს, რომ კომპანია წყლის სექტორის ტოპ-ხუთეულშია, რაც პირდაპირ აისახება მის მიერ განხორციელებული სერვისების ხარისხზე იმ ქვეყნებში, სადაც ის ოპერირებს. გაიმარჯვებს თუ არა Aqualia ორივე ნომინაციაში, ეს 19 მაისს, მადრიდში, Global Water Summit 2026-ის საზეიმო ცერემონიაზე გახდება ცნობილი.