janmedi
ავერსი ნემო

მამა-პაპისეული სახლისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭებისა და რეგიონის პოტენციალის ათვისების იდეით დაიწყო ლეჩხუმში, სოფელ ქორენიშში საოჯახო სასტუმროსა და მარნის „ქორენიშული ვერანდის“ შექმნა და საკუთარი წვლილი შეაქვს რეგიონისა და აგროტურიზმის განვითარებაში. 

სოფელი ქორენიში ტვიშის უნიკალურ მიკროზონაში მდებარეობს, რის გამოც სასტუმროს პარალელურად, კომპანიისთვის მეღვინეობას განსაკუთრებული ადგილი უკავია. ბაზისბანკთან პარტნიორობითა და ფინანსური მხარდაჭერით, „ქორენიშული ვერანდამ“ შეძლო სასტუმროსა და მარნის გაფართოება, სადაც ენდემური ვაზის ჯიშებისგან პრემიუმ ხარისხის ღვინოები ტვიში, უსახელაური, ოჯალეში და ლეჩხუმური ცოლიკაური იწურება.

ლეჩხუმის ბუნებრივი პოტენციალი მხოლოდ მეღვინეობით არ შემოიფარგლება. რეგიონის უნიკალური გარემო ხელსაყრელ პირობებს ქმნის მეფუტკრეობის განვითარებისთვისაც, რის საფუძველზეც კომპანიამ თაფლის გადამამუშავებელი საწარმო მოაწყო. წარმოებული პროდუქცია დღეს წარმატებით მიეწოდება სხვადასხვა სასტუმროებსა და ღვინის ბარებს.

პროექტი, რომელიც თავდაპირველად საოჯახო მემკვიდრეობის შენარჩუნებას ისახავდა მიზნად, ბაზისბანკის მხარდაჭერით მასშტაბურ ბიზნესად იქცა. ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობა კომპანიას საშუალებას აძლევს, განახორციელოს სამომავლო გეგმები და ხელი შეუწყოს ლეჩხუმის პოპულარიზაციას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

ბაზისბანკის და ქორენიშული ვერანდის პარტნიორობის ვიდეო ისტორია

112