jan-medi
ავერსი ART WINDOWS

ღვინის წარმოება ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია. თელავის ღვინის მარნის ისტორია, მცირე ზომის მარნითა და ვენახით, 1915 წლიდან იწყება, რომელიც ძირითადად ქვევრის ღვინოს აწარმოებდა. 1997 წლიდან კი, ინოვაციური მიდგომებითა და სწორი საქმიანი პარტნიორების შერჩევით, ბაზარზე გაჩნდა თელავის ღვინის მარანი.

მაღალი ხარისხის ღვინის მისაღებად, აუცილებელია წარმოების მთლიან ციკლზე სრული კონტროლი. სწორედ ამიტომ, მარნის მიერ გაშენდა ვენახები და დღესდღეობით, 300 წლიანი ისტორიის მქონე კონდოლის, კუდიგორასა და ყველაზე ახალ, ინოვაციური მეთოდით 2020 წელს გაშენებულ დიდყურეს ვენახებს ფლობს.

თელავის ღვინის მარნის პროდუქცია 34 ქვეყანაშია წარმოდგენილი და წელიწადში 5 მილიონამდე ბოთლ ღვინოს აწარმოებს. მარნის ღვინოებს, მსოფლიოს პრესტიჟულ გამოფენებზე, 800-ზე მეტი ჯილდო აქვს მიღებული, რაც ქართული ღვინის დადებითი იმიჯის გამტკიცებას ემსახურება მსოფლიო ბაზარზე.
„კომპანიის უწყვეტი წარმატების უზრუნველსაყოფად, ბაზისბანკთან, როგორც სანდო და საიმედო ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრობლობა, ჯერ კიდევ 1999 წლიდან დავიწყეთ. სწორედ ბაზისბანკის სანდოობამ, ინდივიდუალურმა მიდგომამ და მომსახურების უმაღლესმა ხარისხმა განაპირობა ეს მრავალწლიანი წარმატებული პარტნიორობა.“ - თელავის ღვინის მარნის დამფუძნებელი, ზურაბ რამაზაშვილი.

„ქართული ღვინო ჩვენი სავიზიტო ბარათია მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. ბაზისბანკსა და თელავის ღვინის მარანს შორის პარტნიორობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული მეღვინეობის განვითარებაში, როგორც ეკონომიკური, ისე კულტურული და ტურისტული თვალსაზრისით.


ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, გვერდით უდგას ბიზნესს, რომელიც მუდმივად ზრუნავს განვითარებაზე. ამის ნათელი მაგალითია თელავის ღვინის მარანი, რომელთანაც მესამე ათწლეულია ვთანამშრომლობთ და მისი ყოველი წარმატება დადებითად აისახება ქართული მეღვინეობის განვითარებაზე", - ვახტანგ ვახანია, ბაზისბანკის კორპორატიული განყოფილების უფროსი.

ბაზისბანკის და თელავის ღვინის მარნის პარტნიორობის ვიდეო ისტორია

(რ) 

496