gorgia
ავერსი legi

Aqualia-მ CDP-ისგან (Carbon Disclosure Project) - საერთაშორისო ორგანიზაციისგან, რომელიც გლობალურ გარემოსდაცვით გამჟღავნების სისტემას მართავს, აღიარება მიიღო.

კომპანიის ცნობით, კომპანიას კლიმატის მართვისა და წყლის უსაფრთხოების კატეგორიებში „B“ რეიტინგი მიენიჭა. შეფასება ეფუძნება იმ მონაცემებს, რომლებიც Aqualia-მ პირველად წარადგინა აღნიშნულ საერთაშორისო სტანდარტში დამოუკიდებელი მონაწილეობის ფარგლებში, სადაც ჯამში 20 000 ორგანიზაცია შეფასდა.

ამავე ინფორმაციით, სტანდარტიზებული კითხვარების მეშვეობით CDP აგროვებს დეტალურ ინფორმაციას სათბური გაზების (GHG) ემისიების, კლიმატური რისკებისა და ორგანიზაციული მდგრადობის სტრატეგიების შესახებ. მისი მიზანია დაეხმაროს კომპანიებსა და უწყებებს გარემოზე ზემოქმედების გაზომვასა და ეფექტიან მართვაში. CDP აღიარებულია გარემოსდაცვითი გამჭვირვალობის გლობალურ სტანდარტად, ხოლო მისი მონაცემები აქტიურად გამოიყენება ინვესტორების, მთავრობებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მიერ კორპორაციული გარემოსდაცვითი საქმიანობის შესაფასებლად.

მიმდინარე წლამდე Aqualia გარემოსდაცვით პროგრესს FCC ჯგუფის ფარგლებში ასახავდა. ინფორმაციის დამოუკიდებლად წარდგენის გადაწყვეტილება კომპანიის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულებისადმი ერთგულების მნიშვნელოვანი ნაბიჯია და საშუალებას იძლევა უფრო მკაფიოდ წარმოჩნდეს მისი საქმიანობის მასშტაბი და გავლენა კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლასა და წყლის რესურსების დაცვაში.

„Aqualia-ს მიერ მიღებული „B“ (მართვის) რეიტინგი აფასებს ინფორმაციის გამჟღავნების ხარისხს, რისკების იდენტიფიცირებასა და მართვას, მიზნების დასახვასა და საუკეთესო პრაქტიკის დამადასტურებელ მტკიცებულებებს. CDP იყენებს შეფასების სისტემას „A“-დან (უმაღლესი) „D“-მდე (დაბალი) ქულის ჩათვლით, რომელიც შესაბამისობაშია TCFD-ის (კლიმატთან დაკავშირებული ფინანსური ინფორმაციის გამჟღავნების სამუშაო ჯგუფი) ანგარიშგების ჩარჩოსთან. აღიარება განსაკუთრებით უსვამს ხაზს Aqualia-ს ღირებულებათა ჯაჭვთან მუშაობას, რაც CDP-ის შეფასებით ერთ-ერთ ყველაზე მაღალი ქულით შეფასებულ მიმართულებად დასახელდა. მომწოდებლების, მომხმარებლებისა და პარტნიორების ჩართულობა გარემოსდაცვითი რისკებისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირებასა და მართვაში კომპანიის სტრატეგიულ საყრდენად იქცა. CDP-ში მონაწილეობა დამატებით სარგებელსაც ქმნის, მათ შორის - მდგრადი ინვესტიციების ახალი შესაძლებლობების გახსნას, გაუმჯობესების მიმართულებების გამოვლენასა და მზარდად მკაცრ გარემოსდაცვით რეგულაციებთან შესაბამისობის გამარტივებას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე, Aqualia-ს სტრატეგიული განვითარებისა და მდგრადობის დირექტორმა, პედრო როდრიგესმა, აღნიშნა, რომ „ეს აღიარება ადასტურებს, რომ სწორ მიმართულებას ვირჩევთ და გვაძლევს მოტივაციას, გავაგრძელოთ გამჭვირვალე გარემოსდაცვითი მართვის ხელშეწყობა, რომელიც გლობალურ გამოწვევებთან არის თანხვედრაში”.

„ ჩვენი ვალდებულებაა - ყველა იმ ტერიტორიასთან ერთად, სადაც ვსაქმიანობთ, შევიტანოთ წვლილი უფრო მდგრადი მომავლის შექმნაში და დავამტკიცოთ, რომ კლიმატური ქმედებები და წყლის დაცვა კონკურენტუნარიანობის არსებითი ბერკეტებია”, - აცხადებს პედრო როდრიგესი.

თავის მხრივ, CDP-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, შერი მადერამ, განაცხადა:

„CDP-ის რეიტინგი წარმოადგენს რეალური ვალდებულების ნიშანს, რომელიც მყარ მონაცემებს ეყრდნობა და კომპანიებს საშუალებას აძლევს მიიღონ გადაწყვეტილებები მდგრად მომავალთან შესაბამისობაში, გააძლიერონ კონკურენტუნარიანობა, კაპიტალზე წვდომა და რეგულაციებთან შესაბამისობა. გარემოსდაცვითი რისკების პრევენციული მართვა ზრდის ეკონომიკურ მდგრადობას და ახალისებს ინოვაციას”, - დასძინა მადერამ.

კომპანია აღნიშნავს, რომ აღნიშნული აღიარება ადასტურებს Aqualia-ს მდგრადობისა და კლიმატის ცვლილების სტრატეგიის ინტეგრირებას ორგანიზაციის ყველა დონეზე, რაც შეესაბამება კომპანიის მდგრადობის სტრატეგიული გეგმის (SSP) მიზნებს. კომპანია მტკიცედ ინარჩუნებს ვალდებულებას 2050 წლისთვის კლიმატური ნეიტრალობის მიღწევის მიმართულებით, პარალელურად კი თავისი ბიზნესმოდელის, წრიული ეკონომიკის სტრატეგიისა და წყლის მოხმარების ეფექტიანობის პოლიტიკის მეშვეობით ხელს უწყობს წყლის რესურსების დაცვას.

CDP-ის მიერ 2025 წელს შეფასებული კომპანიების სრული სია, ასევე შეფასების მეთოდოლოგია და კრიტერიუმები ხელმისაწვდომია Scores and A Lists - ის გვერდზე.

123