jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ორ ქალაქში, შანხაისა და ჩენგდუში ქართული ღვინის წარდგენა სახელწოდებით „Gეორგიან ჭინე ღოადსჰოწ“ გაიმართა. 
 
ანალოგიურ ღონისძიებას, 20 დეკემბერს, კიდევ ერთი ქალაქი - შენჟენი უმასპინძლებს. აღნიშნული ღონისძიებებით, ქართული ღვინის დეგუსტაციები ჩინეთის სამ ყველაზე მნიშვნელოვან პროვინციას მოიცავს.
 
ქართული ღვინის წარდგენას ღვინის მაგისტრი ჟულიენ ბულარი (ჟულიენ Bოულარდ Mჭ) უძღვებოდა.  ჟულიენ ბულარი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Mეიბურგ ჭინე Mედია” მიერ „ქართული ღვინის საგანმანათლებლო პროგრამის“ ფარგლებში შერჩეულ იმ ხუთ ღვინის პროფესიონალს შორისაა, რომლებიც  ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით,  ჩინეთში სემინარებსა და საგანმანათლებლო ღონისძიებებს უძღვებიან.
 
გამართული ღონისძიებების ფარგლებში, ჟულიენ ბულარმა სტუმრებს საქართველოს ისტორია, ქართული ღვინის კულტურა, ქართული ვაზის ძირითადი ჯიშები, მევენახეობის რეგიონები და ღვინის დაყენების მნიშვნელოვანი ასპექტები გააცნო; მან ასევე საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო პარტნიორიობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
 
ქართული ღვინის დეგუსტაციებზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სტილის ღვინო მომხმარებლის სხვადასხვა სეგმენტის მოსაზიდად.
 
ჩინეთი რჩება ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრად, სადაც, ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, 2021 წელს, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Mეიბურგ ჭინე Mედია” ორგანიზებით, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება გაიმართა.
 
მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 5,5 მილიონამდე ბოთლი ღვინო, რაც 26%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
885