jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ შენჭენში ქართული ღვინის წარდგენა სახელწოდებით „Georgian Wine Roadshow“ გაიმართა. 
 
ანალოგიური დეგუსტაციები გასულ კვირას ასევე შანხაისა და ჩენგდუში  მოეწყო. ქართული ღვინის დეგუსტაციებზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სტილის ღვინო მომხმარებლის სხვადასხვა სეგმენტის მოსაზიდად. თითოეულ წარდგენას პოტენციური მყიდველები, იმპორტიორები, დისტრიბუტორები და სომელიეები დაესწრნენ. 
 
ჩინეთი რჩება ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრად, სადაც, ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, 2021 წელს, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Meiburg Wine Media” ორგანიზებით, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება გაიმართა. 
 
მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 5,5 მილიონამდე ბოთლი ღვინო, რაც 26%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
924