
„დეზერტირების ბაზრის“ ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრის მშენებლობის ნებართვის მისაღებად მერიას „თბილისი მოლმა“ მიმართა.

როგორც განაცხადიდან ირკვევა, მიწის ნაკვეთზე მოიაზრება ორსართულიანი სავაჭრო ცენტრის მშენებლობა.
„შენობა მიეკუთვნება IV კლასს. შენობა ტემპერატურულ-სეისმური ნაკერით დაყოფილია ორ დამოუკიდებელ, კონსტრუქციულ ნაწილად. ინტერიერში გათვალისწინებულია კომერციული ფართების მოწყობა. ასევე შენობას შუა ნაწილში გააჩნია ატრიუმი,“- აღნიშნულია განაცხადში.

მერიას აღნიშნულ ნებართვაზე ჯერ პასუხი არ გაუცია, ვადა 10 თებერვლამდეა განსაზღვრული.
წყარო: bpn