gorgia
ავერსი legi

ეროვნულმა ბანკმა კიდევ 7 ვალუტის გადამცვლელი დააჯარიმა. შედეგად, 2026 წელს, მხოლოდ 7 დღეში დასანქცირებულია 42 სავალუტო ჯიხური. ამის შესახებ სებ-ის მიერ გავრცელებული სტატისტიკიდან ჩანს.

27 იანვარს გამოქვეყნებული ბოლო მონაცემებით, დაჯარიმებულნი არიან: შპს „რამაზი“, შპს „ლიკუნა, ი.მ „ნინო მორბედაძე“, ი.მ „ლევან მეხრიშვილი“, ი.მ „დიმიტრი ქურციკაშვილი, ი.მ „გურამ გასვიანი“, ი.მ „გოჩა ბოლქვაძე. ობიექტების ჯამურმა ფულადმა სანქციამ 89 000 ლარი შეადგინა.

შპს „რამაზი“ - შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ ვალუტის გადამცვლელ პუნქტს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში პირველადი აღრიცხვის ფორმა არ ჰქონდა წარდგენილი დადგენილ ვადებში. რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას - 3 000 ლარის ოდენობით.

შპს „ლიკუნა“ – ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვერ უზრუნველყოფს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შიდა კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას. დოკუმენტი ხასიათდება მნიშვნელოვანი ხარვეზებით. რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით;

შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ ვალუტის გადამცვლელ პუნქტს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში პირველადი აღრიცხვის ფორმა არ ჰქონდა წარდგენილი დადგენილ ვადებში. რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას - 3 000 ლარის ოდენობით.

ვალუტის გადამცვლელ პუნქტში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისთვის დანერგილი პროგრამული (ელექტრონული) სისტემა მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირებს. რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

შედეგად, შპს „ლიკუნა“ დაჯარიმდა 16 000 ლარით.

ი.მ „ნინო მორბედაძე“ - ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვერ უზრუნველყოფს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შიდა კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას. დოკუმენტი ხასიათდება მნიშვნელოვანი ხარვეზებით. რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით;

ვალუტის გადამცვლელ პუნქტში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისთვის დანერგილი პროგრამული (ელექტრონული) სისტემა მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირებს. კერძოდ, ვერ უზრუნველყოფს საეჭვო/უჩვეულო/დანაწევრებული გარიგებების გამოვლენას, აგრეთვე ვერ ახდენს ყველა ფიზიკური და იურიდიული პირის გადამოწმებას სანქცია დაკისრებულ და პოლიტიკურად აქტიურ პირთა სიებში, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 10,000 ლარის ოდენობით;

ეროვნული ბანკისათვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის 2 შემთხვევა, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 1,000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ - 2,000 ლარი;

ჯამში, ნინო მორბედაძე დასანქცირდა 15 000 ლარით.

ი.მ „ლევან მეხრიშვილი“ – ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვერ უზრუნველყოფს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შიდა კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას. დოკუმენტი ხასიათდება მნიშვნელოვანი ხარვეზებით. რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 3,000 ლარის ოდენობით;

ვალუტის გადამცვლელ პუნქტში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისთვის დანერგილი პროგრამული (ელექტრონული) სისტემა მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირებს. რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 10,000 ლარის ოდენობით.

შედეგად, ლევან მეხრიშვილი დაჯარიმდა 13 000 ლარით.

ი.მ „დიმიტრი ქურციკაშვილი“ - ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვერ უზრუნველყოფს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შიდა კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას. დოკუმენტი ხასიათდება მნიშვნელოვანი ხარვეზებით. რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 3,000 ლარის ოდენობით;

ვალუტის გადამცვლელ პუნქტში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისთვის დანერგილი პროგრამული (ელექტრონული) სისტემა მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირებს. კერძოდ, ვერ უზრუნველყოფს საეჭვო/უჩვეულო/დანაწევრებული გარიგებების გამოვლენას, აგრეთვე ვერ ახდენს ყველა ფიზიკური და იურიდიული პირის გადამოწმებას სანქცია დაკისრებულ და პოლიტიკურად აქტიურ პირთა სიებში, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 10,000 ლარის ოდენობით.

შედეგად, სავალუტო დაჯარიმდა 13 000 ლარით.

ი.მ „გურამ გასვიანი“ - ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვერ უზრუნველყოფს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შიდა კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას. დოკუმენტი ხასიათდება მნიშვნელოვანი ხარვეზებით. რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 3,000 ლარის ოდენობით;

ვალუტის გადამცვლელ პუნქტში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისთვის დანერგილი პროგრამული (ელექტრონული) სისტემა მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირებს. კერძოდ, ვერ უზრუნველყოფს საეჭვო/უჩვეულო/დანაწევრებული გარიგებების გამოვლენას, აგრეთვე ვერ ახდენს ყველა ფიზიკური და იურიდიული პირის გადამოწმებას სანქცია დაკისრებულ და პოლიტიკურად აქტიურ პირთა სიებში, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 10,000 ლარის ოდენობით;

ეროვნული ბანკისათვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის 3 შემთხვევა, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ - 3 000 ლარი;

შედეგად, გურამ გასვიანი დაჯარიმდა 16 000 ლარით.

ი.მ „გოჩა ბოლქვაძე“ - ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვერ უზრუნველყოფს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შიდა კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას. რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.

შემოწმების შედეგად გამოვლინდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ კლიენტის ან/და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის სპეციალური პროგრამული (ელექტრონული) სისტემის საშუალებით აღურიცხაობის 1 ფაქტი, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 7,000 ლარის ოდენობით;

შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ ვალუტის გადამცვლელ პუნქტს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში პირველადი აღრიცხვის ფორმა არ ჰქონდა წარდგენილი დადგენილ ვადებში. რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას - 3 000 ლარის ოდენობით.

შედეგად, გოჩა ბოლქვაძე დაჯარიმდა 13 000 ლარის ოდენობით.

96