gorgia
ავერსი legi

საქართველოში პირველადი მოხმარების გარკვეულ პროდუქტებზე ფასები 2.5-ჯერ უფრო დაბალია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში, - ამის შესახებ „ორი ნაბიჯის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ მელიქაძემ პარლამენტში, "ფასების კომისიის" სხდომაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, კომპანიამ ჩაატარა სწრაფი მოკვლევა, სადაც „ორ ნაბიჯში“ არსებული ფასები საფრანგეთის მსხვილი ქსელების („კარფური“, „ოშანი“) ანალოგიურ პროდუქციას შეადარა.

არჩილ მელიქაძემ ასევე ისაუბრა „ორი ნაბიჯის“ საბაზრო წილსა და იმ გავლენაზე, რაც მსხვილ ქსელებს ფასების ფორმირებაზე აქვთ. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის ბრუნვა გასულ წელს 2 მილიარდ ლარამდე იყო, ბაზარი კვლავ ფრაგმენტულია.

"ეს დარგი ჯერ კიდევ ძალიან ფრაგმენტულია. ჩვენც კი ყველაზე მსხვილ ქსელს გვაქვს მხოლოდ 8%, რაც ნიშნავს, რომ მაინცდამაინც დიდი გავლენა გასაყიდ ფასებზე არა გვაქვს. ამას ბაზარი აწესებს და ჩვენ მივყვებით.

ახლა ფასწარმოქმნასთან დაკავშირებით რაღაც ცოტა სიცხადე მინდა შემოვიტანო, იმიტომ, რომ იყო ლაპარაკი, რომ ჩვენთან ფასები გაცილებით მაღალია ვიდრე ევროპაში და ასე შემდეგ.

ახლა ჩვენ მხოლოდ ჯამური, ამ კვლევის მხოლოდ ჯამური რიცხვები ვნახეთ. დეტალები არ გვინახავს რა რას შედარდა, რა ტიპის პროდუქტები და ასე შემდეგ.

ამიტომ ჩვენ გავაკეთეთ ჩვენი სწრაფი მოკვლევა. ეს არის 12 მარტის მდგომარეობით, ხუთშაბათს, ანუ პარასკევს ვიყავით დაბარებული და ასევე საფრანგეთი ავიღეთ, იმიტომ, რომ რატომღაც ფრანგებს ვდარდებით. მდგომარეობა ასეთია, ზოგიერთ წამყვან, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე მაქვს ლაპარაკი. ეს არის, ისევ ვიმეორებ, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტები, რომელიც არაბრენდულია.

მზესუმზირის ზეთი, ერთლიტრიან ბოთლში დაფასოებული ჩვენთან იყო 4.5 ლარი და ყველაზე იაფი საფრანგეთში კარფურს ჰქონდა 1 ევრო და 75 ცენტი (5 ლარი 40 თეთრი), ანუ ჩვენზე 1 ლარით უფრო ძვირი.

ბანანი, 1 კილოგრამი: ჩვენთან 3.9 თეთრი და ყველაზე იაფი საფრანგეთში ოშანს 3 ევრო 19 ცენტი (10 ლარი).

აქ მაქვს აღებული მზესუმზირის ზეთი, ბანანი, პური, თეთრი ბრინჯი, შაქარი. ყველაფერზე ჩვენთან ფასები ორნახევარჯერ უფრო პატარაა ვიდრე ევროპაში", - განაცხადა მელიქაძემ.

107