global distribution
გარე ავეჯი

საერთაშორისო მედია ოქროს ფასის ზრდაზე რამდენიმე ძირითად მიზეზს ასახელებს და ერთ-ერთი უმთავრესია აშშ-ის მთავრობის „შათდაუნი“. ასევე დიდია შეშფოთება აშშ-ის ფედერალური რეზერვის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. თუ პოლიტიკური ჩარევა აშშ-ის საპროცენტო განაკვეთებს შეამცირებს, ამან შეიძლება ინფლაციის ხელახალი ზრდა გამოიწვიოს. ოქრო კი ტრადიციულად, ინფლაციისგან დაცვად ითვლება.

ასევე, ოქროს ფასის ზრდის მიზეზად ოქროს საბირჟო ფონდების მხრიდან მზარდი მოთხოვნა სახელდება.

თბილისის დროით 11:30 საათისთვის ერთი უნცია ოქრო 4 308 დოლარი ღირს, ვერცხლის ფასი კი 51.19 დოლარს შეადგენს.

ოქრო ძვირდება საქართველოშიც. ამჟამად 1 გრამი 999 სინჯის ოქრო, ანუ ე.წ. ბაჯაღლო 385 ლარი ღირს, როცა ერთი კვირის წინ 377 ლარი ღირდა. 750-სინჯიანი ოქროს ღირებულება 288 ლარია (ერთი კვირის წინ - 283 ლარი); ხოლო 585 სინჯის ოქროს 225 ლარად იყიდით (ერთი კვირის წინ - 220 ლარი).

რაც შეეხება ვერცხლს, 800 სინჯის ერთი უნცია ვერცხლი 3.79 ლარი ღირს, ხოლო 999 სინჯის 1 უნცია ვერცხლს 4.74 ლარად შეიძენთ.

62