jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

კოსტავას ქუჩაზე, ყოფილი აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე “ქართუ ფონდის” ცათამბჯენების პროექტის განხილვები 4 მაისს განახლდა. მუნიციპალურ სამსახურს პროექტის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება ხელახლა კი მიმდინარე წლის 6 ივნისს წარედგინა.

განახლებული დოკუმენტაციის მიხედვით, ერთ-ერთი რა მიმართულებითაც კომპანიას პროექტში ცვლილებები აქვს შეტანილი, ცათამბჯენების სართულიანობაა. თუ თავდაპირველი პროექტით ადგილზე მაქსიმუმ 65 სართულიანი ცათამბრჯენების მშენებლობა იყო გეგმაში, დღეს მაქსიმალური სართულიანობა 13 სართულით, 52-მდე არის შემცირებული.

კომპანია ამ შეთხვევაშიც ითხოვს არსებული ფუნქციური ზონის (რეკრეაციული ზონა 2) ცვლილებას. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, არსებული რეკრეაციული ზონა 2 ჩანაცვლდება საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2-ით (სსზ-2).

ტერიტორიაზე ამჯერადაც არის მოთხოვნილი სპეციალური ზონალური გავრცელება, რომლის მიხედვითაც დამკვეთი საგამონაკლისო სახით საცხოვრებელი ფუნქციის კ2 კოეფიციენტის 50%-იან მატებასა ითხოვს. დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ნამატი 50%-ის 4% მუნიციპალიტეტს ან თანხის სახით, ან თეთრი კარკასის მდგომარებით გადაეცემა.

ამასთან, კონკრეტულად ლაგუნა ვერეს ტერიტორიასა და აუზთან მიმართებით ახლად ატვირთულ ინფორმაციაში მნიშნელოვანი ცვლილებები არ ფიქსირდება. თუმცა ძველსა და ახალ რენდერებს შორის განსხვავება ჩანს - ახალ რენდერებზე რეაბილიტირებული აუზია წარმოდგენილი.

როგორც ცნობილია, “ლაგუნა ვერე” ქართუ ფონდმა თბილისის მერიას გადასცა, თუმცა აქამდე გავრცელებული ინფორმაციით აღნიშნული სივრცის რეაბილიტაცია მუნიციპალური ბიუჯეტიდან უნდა განხორციელდეს.

როგორც ცნობილია, ტრანსპორტისა და ურბანულმა სააგენტომ მარტში პროექტი დაახარვეზა, რასაც პირვანდელი გრგ-ს განხილვის შეჩერება და საქმის დახურვა მოჰყვა.

ტრანსპორტისა და ურბანულ სააგენტოს, “ქართუ ჯგუფში” შემავალმა კომპანია “კოსტავას 69”-მა თავდაპირველად პროექტი გასული წლის 31 დეკემბერს წარუდგინა, რომლითაც აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მოწყობას გულისხმობდა. ამონაწერის მიხედვით, "კოსტავას 69" საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" შვილობილია.

პროექტს საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, რადგან აღნიშნულ ტერიტორიაზე "კოსტავას 69"-ს ორი ცათამბჯენის აშენება სურდა, რომლიდან ერთის სიმაღლე მაქსიმუმ 65 სართულით იყო განსაზღვრული.

მუნიციპალური სამსახურისთვის გაგზავნილ ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებაში ივანიშვილის კომპანია კ2 ზონალური პარამეტრების გაზრდას მოითხოვდა, ამასთანავე, სარეკრეაციო ზონის სტატუსის ცვლილებას.

268