jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

ესპანეთს და საქართველოს სამხრეთული ხასიათის გარდა, იბერია აერთიანებს. "სირაჯხანას" შეფ მზარეულიც ამ საერთო ხაზს გაყვა და მაიკო ორბელიანის სახლის მარანში, სადაც ახლა სასტუმრო „მუზეუმის“, ღვინის რესტორანია, საქართველოს იბერიის გემოები, ესპანური იბერიის Jospers, ანუ ნაკვერჩხლის ღუმელს, შეუხამა, რომლის სურნელი, ნებისმიერი კერძის გემოს უფრო არომატულს ხდის.

შეფ მზარეულმა ირმა ჯანჯღავამ და მისმა გუნდმა შეძლო, ორი ქვეყნის სამზარეულოს სინთეზი შეექმნა, ამ სინთეზის შედეგი კი ყოფილიყო ისეთი კერძების მენიუ, რომელიც სხვადასხვა გემოვნების მქონე სტუმრებს გააერთიანებდა და მისთვის სასურველ კერძს აპოვნინებდა.~

433920411 378096781881206 6507478420391559559 n

„იბერიული“ სინთეზის პირველი კომპოზიცია, სწორედ ისეთი სტუმრებისთვის შეიქმნა, ვინც სიახლეებს არ ერიდება. ჰოსპერში მომზადებული იხვი, რომელიც თაფლში, ფორთოხალში და ლიმონშია დამარინადებული და გაფომებულია კარამელიზირებული ფორთოხლის ნაჭრებით, დაყვება ძლიერი ცოტრუსის არომატი და გარწმუნებს, რომ ეს ის გემოა, რომელსაც შინაგანად მუდამ დაეძებდი.

ინტენსიური და ცხარე კერძების მოყვარულებს, მენიუში დახვდებათ, მეგრულად მომზადებული ღორის ნეკნები აჯიკაში, რომელსაც Josper-ის კვამლი განსხვავებულ არომატს სძენს. ამ კომპოზიციას თან ახლავს კარაქით გამომცხვარი კარტოფილი, მოცარელას და პომიდვრის გულსართით; მწვანე სალათა ლიმნის არომატით და ორი სახის სოუსი: მდოგვის, ფორთოხლის და თაფლის; „სირაჯხანას“ ბარბიქიუს სოუსი, რომელსაც კლასიკურისგან განსხვავებით, სოიოს სოუსის და ბროწეულის წვენის შერწყმით მიღებული ნაზი გემო დაყვება.

მენიუს მესამე კერძი არის დამარინადებული საქონლის ხორცის სტეიკის მედალიონები. ეს კერძიც მომზადებულია Josper-ზე, პომიდვრით და ტკბილი წიწაკით ფარშირებული გამომცხვარი ბადრიჯნით. კომპოზიციას კრავს ბეშამელის სოუსი და ნაცნობი გემოების შეზავებით კი, ვიღებთ საერთოდ ახალ კერძს. სწორედ ეს განაპირობებს, იმ ფაქტს რომ მომავალი სტუმრები გადაიქცევიან მუდმივ ვიზიტორებად.

შეფ მზარეულმა არც ვეგეტარიანული კერძების მოყვარულები დატოვა გულგრილი. მსუბუქი, ჯანსაღი და მომხიბვლელია, ის სიტყვები რაც, Josper-ის ნაკვერჩხლის არომატით გაჯერებულ, გამომცხვარი ბოსტნეულის კერძს უხდება, რომლისთვისაც შესაკმაზი სუნელები სპეციალურად აირჩა.

ამ „იბერიული“ კომპოზიციის საბოლოო დეტალი და საავტორო ნაბიჯი გახლავთ კერძებთან მისადევნებელი ღვინო. „სირაჯხანას“ სომელიემ თითოეულ კერძს შასაბამისი ღვინო შეუხამა, რაც მათ არომატებს უნიკალურად აქცევს.

„იბერიული კვირეული“ დაიწყება 30 მარტს და გაგრძელდება ორი კვირის განმავლობაში, რა დროსაც ღვინის რესტორანი „სირაჯხანაში“ სტუმრები მიიღებენ დაუვიწყარ გამოცდილებას.

ღვინის რესტორანი „სირაჯხანა“ მდებარეობს სასტუმრო „მუზეუმის“ -1 სართულზე, ვახტანგ ორბელიანის ქუჩა #8/10

 

 

105