janmedi
ავერსი ნემო

 ქართული ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისათვის დოკუმენტაციის მიღება გრძელდება.

2026 წლის პროგრამის ფარგლებში მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსების პირობები:

პროგრამა მიზნად ისახავს საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის ცნობადობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას, ექსპორტის ხელშეწყობასა და მარკეტინგული აქტივობების გაძლიერებას. პროგრამის ფარგლებში მეწარმეებს ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზრებზე პოპულარიზაციისა და მარკეტინგული საქმიანობის განსახორციელებლად 300 000 ლარის ოდენობის თანადაფინანსება შეუძლიათ მიიღონ.

განაცხადების მიღების ვადები

პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება განხორციელდება ორ ეტაპად:

- პირველი ეტაპის განაცხადების მიღების ვადა: 2026 წლის 17 აგვისტოდან 30 ოქტომბრის ჩათვლით;

- მეორე ეტაპის დოკუმენტაციის წარმოდგენის საბოლოო ვადა: 2027 წლის 5 მარტის ჩათვლით.

ანაზღაურების პირობები

თითოეულ ბენეფიციარს პროგრამის ფარგლებში აუნაზღაურდება ყველა რეგიონში ერთობლივად ან, ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად, არაუმეტეს ორ რეგიონში გაწეული მარკეტინგული ხარჯები. ანაზღაურება არ გავრცელდება საქართველოს, სუამ-ისა და დსთ-ის ქვეყნებში გაწეულ მარკეტინგულ ხარჯებზე.

ანაზღაურების მიღების წინაპირობაა, რომ ბენეფიციარმა განაცხადში მითითებულ რეგიონში ან რეგიონებში:

- მიმდინარე კალენდარულ წელს განახორციელოს წინა კალენდარულ წელთან შედარებით ღვინის ექსპორტის გაზრდილი მოცულობა (ლიტრებში);

- მიმდინარე საანგარიშო პერიოდში გაწიოს წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით უფრო მეტი მარკეტინგული ხარჯი.

წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა

I ეტაპი

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 30 ოქტომბერი

პირველ ეტაპზე მონაწილეობის მისაღებად ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს:

განაცხადი;

უფლებამოსილი პირის პირადობის მოწმობის ასლი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდანიურიდიული პირის შემთხვევაში;

სსიპშემოსავლების სამსახურიდან გაცემული ცნობა ან/და შედარების აქტი დავალიანების არქონის შესახებ;

საბანკო რეკვიზიტები;

სხვა დამატებითი დოკუმენტაცია, სააგენტოს მიერ მოთხოვნის შემთხვევაში.

განაცხადები მიიღება ელექტრონულად - ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.ზე ან ღვინის ეროვნულ სააგენტოში წარდგენით შემდეგ მისამართზე: მარშალ გელოვანის გამზირი 32

პროგრამის პირობებისა და ანაზღაურების გაცემის დეტალური პროცედურების შესახებ ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ლინკებზე

ანაცხადის ფორმა:

წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

ხელშეკრულება:

ანაზღაურების პირობები:

ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

75